რელიგია
ილია მეორე: „შეიძლება ბედნიერი იყოს ოჯახი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება?“

polit-3-saSobaoსაქართველო, 8 იანვარი, საქნფორმი. პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს, რომელშიც ილია მეორემ ხელოვნური განაყოფიერება და სუროგაცია "მძიმე ეთიკურ საკითხებად" მოიხსენია, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"11 წელი ველოდებოდი შვილს... იმისთვის რომ დედა გავმხდარიყავი, ყველაფერს ვაკეთებდი და თავიდან რომ მქონდეს ეს გზა გასავლელი, თავიდანაც იგივეს გავაკეთებ...11 წლის შემდეგ გავხდი დედა და ვთვლი, რომ ჩემთვის ლიზა ღმერთის ყველაზე დიდი საჩუქარია... მე სასწაულებისაც მჯერა, მაგრამ უგუნურობის და ფანატიზმის არა... ყველა ქალს ვუსურვებ დედობას", - წერს სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტის ყოფილი პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე.

“ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე საშობაო ეპისტოლეს ამ ნაწილს პრემიერის თანაშემწე თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა.

"განსაკუთრებით ვულოცავ ხელოვნური განაყოფიერების და სუროგაციის გზით დაბადებულ სრულიად არაჩვეულებრივ პატარებს, მათ ოჯახებს, სუროგატ დედებს, უმცირესობათა ჯგუფის წარმომადგენლებს; ყველა სხვას, ვისაც დღეს გული ეტკინა," - წერს ჩუგოშვილი.

მაცხოვრისათვის მნიშვნელობა არ აქვს დროს, სივრცეს და ამქვეყნიურ შეზღუდვებს. ის რომ ადამიანს დღეს აქვს საშუალება იყოლიოს შვილი ეს სწორედ ბეთლემში დაბადებული ღვთის წყალობაა. მაპატიეთ, მაგრამ ვერანაირი ეპისტოლე ადამიანს, ოჯახს, ვერ წაართმევს მაცხოვრის ამ წყალობას“,- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში გიგი უგულავა პატრიარქის ეპისტოლეს.

ეს პასაჟი იმიტომაა აღმაშფოთებელი, რომ „in vitro“ განაყოფიერებული ბავშვების სტიგმატიზებას ახდენს, მოიხსენიებს რა მათპრობლემატურებად”. უდანაშაულო ბავშვების სტიგმატიზება არ მგონია ქრისტეს მოსაწონი საქციელი იყოს“,- წერს ჟურნალ “ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის...

პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა...", - ნათქვამია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.