რელიგია
“თქვენ მოიპოვეთ არა მარტო სამღვდელოების, ბერ-მონაზვნებისა და საერო პირთა სიყვარული!” - მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიულოცა

pol-2-rel-3-kirilსაქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი.
“მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ქრისტესმიერო ძმაო და უფლის საყდრის თანამწირველო!
გულითადად გილოცავთ აღსაყდრების 36-ე წლისთავს.

წინამძღვრად მსახურების მრავალი წლის განმავლობაში სახარების დაუღალავი ქადაგებით, რწმენის სიმტკიცით და დიდი ჯაფით თქვენ მოიპოვეთ არა მარტო საქართველოს წმინდა ეკლესიის სამღვდელოების, ბერ-მონაზვნებისა და საერო პირთა სიყვარული, არამედ კეთილი სახელი მთელს მართლდმადიდებელ სამყაროში, რამეთუ, როგორც წმინდა წერილი მოწმობს, “მართალთა ნაყოფი სიცოცხლის ხეა, და ვინც სულს იძენს, ბრძენია” (იგავები, 11.30).

ლოცვით ვუსურვებ თქვენს უწმინდესობასა და უნეტარესობას ძალების განმტკიცებასა და უფლის შეწევნას მაღალ მსახურებაში, ხოლო თქვენს ღვთისმოსავ მრევლს - ქრისტეს რწმენაში გაძლიერებას და წარმატებებს კეთილ საქმეებში.

ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი

2013 წლის 25 დევემბერი, მოსკოვი”