უცხოეთი
ვოლგოგრადის სადგურზე განხორციელებულ ტერაქტს კომპლექსი "Topol-M"-ის ვოტკინსკის თავდაცვის ქარხნის ხუთი ინჟინერი ემსხვერპლა

inJineri-ucx-2საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. ვოტკინსკის თავდაცვის ქარხნის მივლინებიდან დაბრუნებული ხუთი თანამშრომელი (კომპლექსი "Topol-M"-ის ინჟინრები) ვოლგოგრადის სადგურზე განხორციელებულ ტერაქტის მსხვერპლი შეიქნენ.

ტერორისტულმა აქტმა თავდაცვის საწარმოს ორი მუშის სიცოცხლე შეიწირა.

კონტინენტთაშორისი კომპლექსი "Topol-M"-ის წარმატებული გაშვების შემდეგ თანამშრომლებმა მატარებლის ბილეთი შეიძინეს, რათა ახალ წელს ოჯახებთან ერთად შეხვედროდნენ. როდესაც თავდაცვის ქარხნის თანამშრომლები ლითონის დეტექტორზე გადიოდნენ, აფეთქება გაისმა.

ადგილზე გარდაიცვალა 24 წლის ანდრე კოტენკო. მისი კოლეგები - 27 წლის მაქსიმ სადილოვი და ვიტალი ჟუვანოვი, ასევე, 28 წლის ეგორ პოვიშევი და 41 წლის კონსტრუქტორი პავლე ფეფილოვი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იმავე დღეს მაქსიმ სადილოვი პალატაში გარდაიცვალა.

დაზარალებულების გადასარჩენად 25-ე საავადმყოფოს მედპერსონალი იბრძვის.