უცხოეთი
ევროკავშირის საფინანსო პროფილი გაურესდა და მასში შემავალი სახელმწიფოების ერთიანობა შესუსტდა, ევროკავშირის რეიტინგმა დაიწია

profil-ucx-3საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standart&Poor’s-მა ევროკავშირის ხანგრძლივვადიანი რეიტინგი უმაღლესი AAA-დან AA+-მდე, პროგნოზ „სტაბილურამდე“დასწია.

„რეიტინგის დაწევა ასახავს ჩვენს თვალსაზრისს ევროკავშირის წევრი 28 სახელმწიფოს კრედიტუნარიანობის ზოგად შემცირებაზე. ვვარაუდობთ, რომ ევროკავშირის საფინანსო პროფილი გაუარესდა და მასში შემავალი სახელმწიფოების ერთიანობა დასუსტდა“, - ნათქვამია S&P-ს განცხადებაში.

„ჩვენ საფრანგეის, იტალიის, ესპანეთის, მალტის, სლოვენიისა და კვიპროსის რეიტინგები დავწიეთ, ხოლო 29 ნოემბერს - ნიდერლანდების, ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის, რომელსაც უმაღლესი რეიტინგი ჰქონდა“, - იუწყება სააგენტო.

ჯერჯერობით უმაღლესი რეიტინგი რჩება ევროკავშირის 6 წევრ სახელმწიფოს: გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, დანიას, შვედეთს, ფინეთსა და ლუქსემბურგს.