უცხოეთი
აშშ-ის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ნაწილების სარდალი, გენერალი მაიკლ კერი ლოთობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

commander-ucx-2საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. ამერიკელი გენერალი მაიკლ კერი, რომელიც სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ნაწილებს ხელმძღვანელობს, სამსახურიდან გაათავისუფლეს რუსეთში მივლინების დროს „უღირსი საქციელის” გამო. ის ბოროტად იყენებდა სპირტიან სასმელებს და უხეშად ექცეოდა მასპინძელი მხარის წარმომადგენლებს ერთობლივი წვრთნისას, რომელიც წლეულს რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარი ინსპექტორის მოხსენებაში აღნიშნულია ასევე, რომ რუსეთში სტუმრობისას კერი მჭიდროდ ურთიერთობდა მავან უცხოელ ქალთან, რომელიც, მისივე აღიარებით, უსაფრთხოების თვალსაზრისით „ეჭვს იწვევდა“.

გენერალ-მაიორი კერი აშშ-ის შეიარაღებული ძალების რიგებიდან პენტაგონის ხელმძღვანელობამ მიმდინარე წლის ოქტომბერში, მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების დასრულების შემდეგ გაათავისუფლა.

ცნობისათვის: კერი მეთაურობდა სამხედრო-საჰაერო ძალების ნაწილებს, რომელთა შეიარეღებაში იყო ბირთვული ქობინის მატარებელი 450 ამერიკული კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „მინიტმენ-3“.