უცხოეთი
საქართველო ევროპაში მიდის: „ევროკავშირში გაწევრების შემდეგ უნგრეთი ცალობით „იკარუსს“ ინდშეკვეთით აწარმოებს, უნგრული თაფლის ექსპორტი და ფასი კი განახევრდა“

an-15-zarub-3საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. უნგრეთის ერთ-ერთ სიმბოლოს „იკარუსი“ წარმოადგენდა, რომელსაც 1970-80-იან წლებში ევროპაში უდიდესი ავტობუსმშენებელი კომპანია „Ikarusbus” აწარმოებდა. სსრკ-ის დროს კომპანია წელიწადში 14000 ავტობუსს უშვებდა. 2004 წელს, ევროკავშირში უნგრეთის გაწევრების შემდეგ, აქ ავტობუსების მასობრივი წარმოება შეწყდა. ლეგენდარული ქარხანა 2 წელიწადს გაჩერებული იყო, სანამ უნგრელ ბიზნესმენ გაბორ სალეშს მარკის აღდგენის სურვილი არ გაუჩნდა და „Ikarubus”-ის აქციების 100% შეისყიდა. ახლა აქ ტრანსპორტის მშენებლობა მხოლოდ ინდივიდუალური შეკვეთებით წარმოებს.

უნგრელებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ ევროკავშირში შესვლის შემდეგ მთელ ევროპას თავისი ერთ-ერთი მთავარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტით - თაფლით გაავსებდნენ, რითაც მშვენიერ მოგებას ნახავდნენ, მაგრამ არ გამოვიდა - მეფუტკრეობის პროდუქტებზე ფასების სტაბილიზაციის პროგრამის ფარგლებში ბრიუსელმა ჩინეთსა და სხვა, ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში თაფლის შესყიდვაზე შეზღუდვა მოხსნა და უნგრული თაფლის ექსპორტის წილიც ევროკავშირში 50%-ით შემცირდა. თაფლის შესასყიდი ფასი უნგრეთში 1 კგ-ზე 4.92-დან 2.73 ევრომდე დაეცა, რის შედეგადაც მეფუტკრეები საწარმოო ხარჯების ანაზღაურებას ვერ ახერხებენ.