უცხოეთი
საქართველო ევროპაში მიდის: „ევროკავშირის მოთხოვნით ლიტვამ იგნალინსკის ატომური ელექტროსადგური დახურა, ბრიუსელის მიერ ნებადართულზე მეტი რძისა და ძროხების რაოდენობისთვის ბალტიის ქვეყნები 9.5 მლნ ევროთი დააჯარიმეს! ლიტვის საგარეო ვალი 3 მლრდ დოლარს აჭარბებს!

an-13-zarub-1საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. ევროკავშირში გაწევრებისას გასათვალისწინებელია ძალიან მაღალი მოთხოვნა რძის პროდუქტების ხარისხზე, რომელთან შესატყვისობა რძეზე მომუშავე სოფლის მოსახლეობას უჭირს. ევრონორმებით რძეს კი არ ახარისხებენ, როგორც ეს სსრკ-ში ხდებოდა, არამედ აცალკევებენ „შესასყიდად შესაბამისად“ და „შესასყიდად უვარგისად“. პირველ შემთხვევაში მას გადასამუშავებლად იღებენ, მეორე შემთხვევაში - არა. და ბუნებრივია, საწარმოს მოდერნიზება დიდი მესაქონლისთვის უფრო იოლია, ვიდრე კერძოსთვის. შედეგად, ლიტვაში რიგ მცხოვრებლებს პრაქტიკულად აღარ ჰყავთ ძროხები, ხოლო რქოსნების რაოდენობა მთლიანობაში 4-ჯერ შემცირდა და როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს ჯერ კიდევ საბოლო ზღვარი არაა.

საქონლის დაკვლას ხელს უწყობს ევროკავშირის ფონდიდან გამოყოფილი სუბსიდიებიც, რომლებსაც სოფლის მცხოვრებლებზე რძის წარმოების შეწყვეტისთვის გასცემენ. ევროკავშირში არსებობს რძის კვოტირებაც. ანუ კავშირის ყოველ წევრს არ შეუძლია აწარმოოს იმაზე მეტი რძის პროდუქტი, ვიდრე ეს ბრიუსელის მიერაა ნებადართული.

ეს იმისთვის კეთდება, რომ ევროკავშირში ჭარბი წარმოება არ იყოს. არადა, სწორედ ამ ჭარბ წარმოებას შეეძლო რძის პროდუქტზე ფასების შემცირების გამოწვევა. თუმცა ფასები იზრდება, ხოლო ძროხების ზედმეტად მოშენება ნებადართული აღარაა.

ევროკავშირში ყოფნის პირველ წლებში ბალტიის ყველა ქვეყანას ზოგადად ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მარაგთა სიჭარბის პრობლემა: რძის, ხორცის, ბოსტნეულის, ღვინის, რომლებიც ევროკავშირში შესვლის წინ ხელისუფლებამ დააგროვა, რათა რაც შეიძლება ხანგრძლივად შეენარჩუნებინა ფასები ამ პროდუქტებზე. თუმცა ევროკავშირმა ამაზეც დააწესა ჯარიმა - 2007 წელს ევროკომისიამ ლიტვა, ლატვია და ესტონეთი სათითაოდ დააჯარიმა 3.182 მლნ ევროთი. საფუძვლად კი ის მოიშველია, რომ მოლაპარაკებებისას გასაწევრებელმა ქვეყნებმა პროდუქტების მარაგთა შეუქმნელობა ივალდებულეს.

ამასთან, ლიტვა იგნალინსკის ატომური ელექტროსადგურის გარეშე დარჩა, რომელიც 1983 წლის 31 დეკებრიდან 2009 წლის 31 დეკემბრამდე მუშაობდა. ატომური ელექტროსადგურის დახურვა ევროკავშირში ლიტვის წევრობის თაობაზე მოლაპარაკებების ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა იმის გამო, რომ ევროპელებს ჩერნობილის ავარიის გამეორების ეშინოდათ. იგნალინსკის ატომური ელექტროსადგურის გარეშე ლიტვა იქცა ქვეყნად, რომელიც ელექტროენერგიის იმპორტზე გახდა დამოკიდებული, სადგურის დემონტაჟს კი 1.134 მლრდ ევრო სჭირდება. მართალია, ევროკავშირმა პირობა დადო, რომ ამ ფულს გადაიხდიდა და იგნალინსკის ატომური ელექტროსადგურის ადგილას ახალ თანამედროვე ენერგობლოკს გამართავდა, მაგრამ როდის, უცნობია..

1991 წელს ლიტვას არც ერთი სახელმწიფოს არც ერთი ცენტი არ ემართა, 2010 წელს კი ლიტვის ვალმა 7886.7 მლნ ლიტი (3 მლრდ დოლარი) შეადგინა.