უცხოეთი
ლავროვი: „სიტუაცია უკრაინაში დადგმულია და დიდხანს მზადდებოდა. ეჭვგარეშეა, რომ ამის უკან პროვოკატორები დგანან!“

lavrovსაქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. ტელეარხ „როსიია-24“-თან ინტერვიუში რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა: „გაოცებას იწვევს ისტერიკის ზღვარზე არსებული რეაქცია უკრაინის ლეგიტიმური ხელისუფლბის სუვერენულ გადაწყვეტილებაზე. რა მოიმოქმედა ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობამ?! ეგე ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხებიდან გავიდა?! ან განაცხადა, რომ თავისი ვალდებულებების დარღვევით ბირთვულ ბომბს ქმნის? ან დახვრიტა ვინმე?!“

მან დასძინა, რომ „თავად სიტუაციას უკრაინაში არაერთხელ გაუკეთეს კომენტარი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ჩვენი ხელისუფლების ბევრმა წარმომადგენელმა. ის დადგმულია და დიდხან მზადდებოდა“.

„თუ ხელისუფლება გადაწყვეტილებას იღებს ხელმოწერის შესახებ, დოკუმენტი პარლამენტს გადაეცემა რატიფიკაციისათვის. იქ უკვე შეიძლება ყველა პრეტენზიის გამოთქმა, კითხვების დასმა, მხარდაჭერა ან უარყოფა, გაპროტესტება და რეაგირება საკონსტიტუციო, ცივილიზებულ სივრცეში“, - განაცხადა მან.

„მაგრამ სრულებით ნორმალურ მოვლენას - მთავრობის მიერ იმის გამოცხადებას, რომ მოცემული შეთანხმების დეტალური შესწავლა აზრს ბადებს, რომ ის არცთუ ხელსაყრელია უკრაინისთვის, მათ კიდევ სურთ დაფიქრება, ამჟამად ხელს არ მოაწერენ და კიდევ შეისწავლიან, - მოჰყვა ბობოქარი - სხვა სიტყვას ვერ უწოდებ, რეაქცია. ქუჩაში ისეთი მასშტაბების დემონსტრაცია იმართება, ისეთი სასტიკი ლოზუნგებით, თითქოს ქვეყანამ ომი გამოუცხადა რომელიმე მშვიდობისმოყვარე სახელწიფოს უკრაინელი ხალხის ნების საწინააღდეგოდ! ეს არ ჯდება ნორმალური ადამიანური ანალიზის ფარგლებში. ეჭვგარეშეა, რომ ამის უკან პროვოკატორები დგანან!“, - განაცხადა ლავროვმა.