უცხოეთი
სასურველი ევროპა: საფრანგეთის განათლების მინისტრი: „თანამედროვე მორალის მიზანს ოჯახიდან ბავშვის მოშორება წარმოადგენს“. ბავშვებს საპირფარეშოში სიარულს ერთნაირად აჩვევენ - ბიჭებს ასწავლიან ფეხზე კი არა, გოგოსავით უნიტაზზე მჯდომებმა მოშარდონ

1-zarub-1rel-1-unitazსაქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. დღეს საფრანგეთში მშობლები, რომლებსაც სურთ თავიანთ შვილებს ტრადიციული ფასეულობები გადასცენ, იძულებული ხდებიან, საფრანგეთის რესპუბლიკის სკოლებთან კონფლიქტში შევიდნენ. საფრანგეთის ნაციონალური განათლების მინისტრმა ვენსენ პეიონ განაცხადა რომ „თანამედროვე მორალის მიზანს ოჯახიდა, ეთიკიდან, სოციალური და ინტელექტუალური ცხოვრებისგან ბავშვის მოშორება წარმოადგენს, რათა თითოეულ მოსწავლეს ემანსპირების საშუალება მისცენ“. მინისტრმა ტობირამ კი განაცხადა, რომ „განათლების მიზანია სოციალური და რელიგიური განსაზღვრულობისგან ბავშვების გამოცალკევება“. ამის განხორციელების ინსტრუმენტად გენდერის თეორია იქცა.

სოციალური სამსახურების ინსპექცია სკოლებს რეკომენდაციას აძლევს, დეკონსტრუირება მოახდინონ, ანუ დაანგრიონ „მამაკაცი-ქალის, როგორც ურთიერთშემავსებელის იდეოლოგია“ და ურჩევს პედაგოგებს, ცნებები „ბიჭი” და „გოგო“ ნეიტრალური ტერმინებით „მეგობრები“ ან „ბავშვები“ შეცვალონ. ასევე მოუყვნენ ამბებს, სადაც ბავშვებს 2 მამა ან 2 დედა ჰყავთ.

როგორც სოციალური სამსახურების ანგარიშებშია ნათქვამი, ამოცანას წარმოადგენს ბავშვების „სექსუალური განსხვავებისთვის“ ხელის შეშლა მათ სექსუალურ იდენტურობაში (არ ჩაბეჭდონ ბავშვის ცნობიერებაში, ვინ არის იგი - გოგონა თუ ბიჭი)! და ეს ბავშვს კლასიკურ სტერეოტიპებსა და ჯანმრთელი კლასიკური ოჯახის გაგებას ურღვევს.

მეგობარი ფრანგების მონათხრობით, რომლებსაც 5-7 წლის შვილები ჰყავთ, წელს სკოლებში შემოიღეს ახალი სახელმძღვანელო. ბავშვები ასოებსა და სიტყვებს იმ ნახატების თანდართვით სწავლობენ, სადაც მამისა და დედის ნაცვლად ერთსქესიანი ოჯახებია გამოსახული. ბავშვებს საპირფარეშოში სიარულსაც ერთნაირად აჩვევენ: ბიჭებს ასწავლიან ფეხზე კი არა, უნიტაზზე გოგოსავით მჯდომებმა მოშარდონ. ამიტომ ყველა სკოლაში პისუარები აიღეს. აი, ასე განუმარტავენ ფრანგ ბავშვებს „ჯანსაღი ფრანგული ოჯახის“ არსს.

სანამ ევროპა და საფრანგეთი თავის ოჯახზე ორიენტირებულ მოქალაქეებს ამცირებენ „სექსუალური თავისუფლების“ ქადაგებით, რუსეთი, შესაძლოა, ტრადიციული ფასეულობების საზოგადოებრივ მოდელად იქცეს. და თუკი ეკატერინეს მმართველობისას რუსეთში ევროპის მჭიდრო დასახლებისა და უპერსპექტივობის გამო ჩადიოდნენ, ძალიან მალე შესაძლოა დადგეს დრო, როცა რუსეთში გადასახლდებიან ისინი, ვისაც სურს, რომ მათი ბიჭები - ვაჟებად, გოგონები კი ქალებად იზრდებოდნენ.

1-zarub-1rel1-unitaz-vniz