უცხოეთი
გერმანიის პრეზიდენტი, რომლის მშობლები 30-იანი წლებიდან გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტური მუშათა პარტიის წევრები იყვნენ, სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტს უცხადებს

1-gauk-ucx-2საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. გერმანიის პრეზიდენტი იოაჰიმ გაუკი სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებას აპირებს, - იტყობინება გერმანული გამოცემა Der Spiegel. ასეთი აგდაწყვეტილების მიზეზად რუსეთში ადამიანთა უფლებების დარღვევის გამო გაუკის უკმაყოფილება სახელდება.

გამოცემის ცნობით, გერმანიის სახელწიფოს მეთაურის კანცელარიამ რუსეთის მთავრობას  გაუკის გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა.

გაუკმა ბოდიში მოუხადა გერმანელ სპორტსმენებს, სთხოვა, ეს ნაბიჯი უპატივცემულობაში არ ჩამოართვან და განაცხადა, რომ ზარზეიმით დახვდება სოჭიდან დაბრუნებულებს.

საქინფორმის მკითხველთა საყურადღებოდ: გერმანიის ფედერალური პრეზიდენტი გაუკი აშკარა რუსოფობი და ნაცისტების შვილია - მისი მშობლები გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტური მუშათა პარტიის წევრები იყვნენ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისიდან. ამასთან, მამამისი გდრ-ს არსებობის პერიოდში ჯაშუშობისთვის ციხეშიც იჯდა.