რელიგია
“მართლმადიდებელო ქრისტიანებო! ჩვენ უნდა შევაჩეროთ თურქეთი, რათა წმინდა სოფიას ტაძრის ისტორიული ეკლესია მუსლიმანურ მეჩეთად არ გადაიქცეს!”

1obsh-2-rel-2-prizivსაქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. საზოგადოებრივი პეტიციების საზოგადოება “ავააზის” (ახალი ინტერნეტპლატფორმა, რომელიც მთელი მსოფლიოს ადამიანებს საშუალებას აძლევს, პეტიციების ხელმოწერის კამპანიები წამოიწყონ და ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე წარმატებას მიაღწიონ) საიტზე 2013 წლის 18 ნოემბერს გამოჩნდა ახალი საზოგადოებრივი პეტიცია-მოწოდება - “ყველას, მართლმადიდებელო ქრისტიანებო! ჩვენ უნდა შევაჩეროთ თურქეთი, რათა წმინდა სოფიას ტაძრის ისტორიული ეკლესია (კონსტანტინოპოლი) მუსლიმანურ მეჩეთად არ გადაიქცეს!”, რომლის ქვეშაც განმარტებულია - “რატომ არის ეს მნიშვნელოვანი”:

“თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა გადაწყვიტა წმინდა სოფიას ტაძარი მეჩეთად გადააკეთოს. ყველამ, მართლმადიდებელო ქრისტიანებო, ჩვენ ის უნდა შევაჩეროთ. ახლავე მიეცით ხმა, რადგან ხმის მიცემის შედეგი განსახილველად ევრპის პარლამენტამდე უნდა მივიდეს”.

დღეს დილის (2013 წლის 6 დეკემბერი) მდგომარეობით, პეტიციის ქვეშ 3 274 ხელმოწერაა. “შევაგროვოთ 5 ათასი ხელმოწერა!” - მოუწოდებს საზოგადოება “ავააზი”.

ცნობისათვის: “ავააზი” რიგ ევროპულ, ახლო აღმოსავლეთის და აზიურ ენებზე “ხმას” ნიშნავს. საზოგადოება “ავააზმა” საქმიანობა 2007 წელს დაიწყო და თავისი მისია განსაზღვრა, როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოქალაქეთა გაერთიანება განხეთქილების დასაძლევად ჩვენ რომ ვცხოვრობთ, იმ სამყაროსა და სამყაროს შორის, რომელშიც ადამიანთა უმრავლესობა ისურვებდა ცხოვრებას. საზოგადოება “ავააზის” კამპანიებს თანამშრომელთა მუდმივი გუნდი, ასევე ათასობით მოხალისე ატარებს პლანეტის 6 კონტინენტის 15 ენაზე. ჩვენი საქმიანობა მოიცავს პეტიციების ხელმოწერას, მასმედიაში კამპანიების დაფინანსებას, პირდაპირი მოქმედების აქციებს, ელექტრონული ფოსტით დაგზავნას, მთავრობებში ლობირებას, აგრეთვე “ოფლაინ” აქციების და პროტესტის ორგანიზებას. ყველა ეს ქმედება მიმართულია იმისაკენ, რომ პოლიტიკოსებმა, რომელთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყველა ჩვენგანს ეხება, მსოფლიოს მოქალაქეთა აზრი და ფასეულობებიგაითვალისწინონ.