რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „დაზოგეთ ხალხის და ბიძინა ივანიშვილის ფული - უფრო ხშირად წაიკითხეთ საქინფორმი!“

arno-pol-1-red-1საქართველოს პოლიტიკოსებო და პოლიტიკანებო, პარლამენტარებო და მთავრობის წევრებო, „ექსპერტებო“ და პროქტოპოლიტოლოგებო!
საქართველოს მბრძანებლებო!
2013 წლის 20 აპრილს პირველმა გავაკეთე პროგნოზი, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად პრემიერი ივანიშვილი ვიცე-პრემიერს, განათლების მინისტრ გიორგი მარგველაშვილს დაასახელებს და რომ ის პირველსავე ტურში გაიმარჯვებს. 2013 წლის 27 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, ჩვენი  პროგნოზი გამართლდა.

2013 წლის 8 ივლისს მარტო მე ვთქვი, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება და რომ სხვა კანდიდატურა არ არსებობს (ხოლო ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი და უხვად დაფინანსებული „ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტმა  სოსო ცისკარიშვილმა პრემიერობა ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს უწინასწარმეტყველა). 2013 წლის 2 ნოემბერს, „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე, ივანიშვილმა თავის პოლიტიკურ მემკვიდრედ ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა, რითაც ჩემი პროგნოზი (და არა ქართველი პროქტოპოლიტოლოგების ჩვეული მკითხაობა) გამართლდა.

ჯერ კიდევ 2010 წლის 16 დეკემბერს საქინფორმმა გამოაქვეყნა სკანდალური ინფორმაცია ლადო  ვარძელაშვილის მიერ 08.08.08 ომის შემდეგ საქართველოში შემოსული დონორი ქვეყნების ფულადი დახმარების ნახევრის - 4 მილიონი ევროს - დატაცების შესახებ, რომელიც დევნილებისთვის სახლების აშენებაზე უნდა დახარჯულიყო, სინამდვილეში კი სააკაშვილისთვის ქრთამის სახით იქნა გადახდილი ვარძელაშვილი-აკოფოვის  სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა  მინისტრად  დანიშვნისათვის! 2013 წლის 30 ოქტომბერს ეკა ბესელიას მიერ გაკეთებული განცხადებით კი, დონორების მიერ გამოყოფილი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის საკითხით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, სამთავრობო კომისია და საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ.

ჯერ კიდევ 2012 წლის 7 სექტემბერს ვთქვი, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციაში დოშუევი და დანარჩენი ჩრდილოკავკასიელები დახოცეს იმიტომ, რომ მათ სააკაშვილის შსს-ს შეთავაზებაზე - ბიძინა ივანიშვილის მოკვლაზე  - უარი თქვეს (და რომ ეს ამბავი მათგან არსად გაჟონილიყო!). 2013 წლის 15 ოქტომბერს კი ლაფანყურის სპეცოპერაციის შემსწავლელი „ალტერნატიული“ კომისია შექმნეს, რომელიც, სავარაუდოდ, იმავეს გაიმეორებს...

საქართველოს მბრძანებლებო!

არ ჯობია, დაზოგოთ ხალხის და ბიძინა ივანიშვილის ფული - ათასი რჯულის „ექსპერტებით“ დაკომპლექტებული კომისიების და კლუბების შექმნის მაგივრად უფრო ხშირად წაიკითხოთ საქინფორმი?!

პატივისცემით,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2013 წლის 4 ნოემბერი
საქართველო, თბილისი