რელიგია
ილია II: „აფხაზი ერი და იქ მცხოვრები ხალხი უკვე გრძნობს, რამდენად დიდი შეცდომა იყო დაშვებული... ეს არ იყო ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის, ეს იყო ბრძოლა მესამე ძალასთან... თუ ასე დარჩა, შესაძლოა, აფხაზეთი არსებობდეს, მაგრამ იქ აფხაზი არ ცხოვრობდეს“

aqt-1-ILIAსაქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დევნილებს შეხვდა. დევნილთა კავშირის დასკვნითი შეკრება საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა.

შეკრებას მთავრობის წევრებიც დაესწრნენ. ღონისძიება პოეტმა გენო კალანდიამ გახსნა, ასევე დამსწრეებს სიტყვით მიმართა აფხაზეთიდან დევნილთა კავშირის თავმჯდომარე ლონდერ ცაავამ. დევნილებმა საკუთარ პრობლემებზე ისაუბრეს და ხელისუფლებას უფრო მეტი ყურადღებისკენ მოუწოდეს.

„აფხაზი ერი და იქ მცხოვრები ხალხი უკვე გრძნობს, რამდენად დიდი შეცდომა იყო დაშვებული მათი მხრიდან, როცა საშინელი ომი გაჩაღდა. ეს არ იყო ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის, ეს იყო ბრძოლა მესამე ძალასთან და დარწმუნებული ვარ და ვგრძნობ, რომ საქართველო და აფხაზეთი ვერ შეძლებენ ერთმანეთის გარეშე ყოფნას. ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს, ჩვენ აუცილებლად ერთად უნდა ვიყოთ, რომ გადავრჩეთ. შესაძლოა, თუ ასე დარჩა, აფხაზეთი არსებობდეს, მაგრამ იქ აფხაზი არ ცხოვრობდეს - ეს საშიშროება არსებობს“, - ბრძანა პატრიარქმა.

aqt-1-ILIA-2