უცხოეთი
პუტინი: „რუსეთი ხარისხით უკეთეს ხელისუფლებას იმსახურებს. არის თუ არა ასეთი იდეალური ხელისუფლება სხვაგან, მათ შორის, იმ ქვეყანაში, რომელსაც თქვენ და ბატონი მაკკეინი წარმოადგენთ, - დიდი და საყურადღებო კითხვაა“

1-ucx-2-putსაქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთი უკეთეს ხელისუფლებას იმსახურებს, მაგრამ წარმოადგენს თუ არა ასეთ მაგალითს აშშ-ის ამჟამინდელი ხელისუფლება, დიდი და მნიშვნელოვანი საკითხია, - განაცხადა რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ საიუბილეო სხდომაზე.

„რუსეთი ნამდვილად იმსახურებს ხარისხით უკეთეს ხელისუფლებას ზოგადად. არის თუ არა ასეთი იდეალური ხელისუფლება სხვა, მათ შორის იმ ქვეყანაში, რომელსაც თქვენ და ბატონი მაკკეინი წარმოადგენთ - დიდი და საყურადღებო კითხვაა“, - განაცხადა პუტინმა პოლიტოლოგ ნიკოლაი ზლობინის კითხვის პასუხად, თუ როგორ ხედავს იგი რუსეთის ხელისუფლებისა და საზოგადოების ურთიერთობას.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის ისტორიაში ორჯერ იყო შემთხვევა, როცა პრეზიდენტი ხმათა უმრავლესობით აირჩეს, თუმცა ამის უკან ამომრჩევლების ნაკლები რაოდენობა იდგა. „ეს აბსოლუტურად თვალსაჩინო ნაკლია საარჩევნო პროცედურებში, ანუ თავად ამერიკული დემოკრატიის საფუძველში. ასე რომ, თავისი პრობლემები ყველგან არსებობს. შესაძლოა, ჩვენთან ის ნაკლები არ იყოს, ვიდრე თქვენთან, და შესაძლოა, მეტიც იყოს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მან დამსწრეებს შეახსენა, რომ რუსეთში იყო ცარიზმი, შემდეგ კომუნიზმი, თუმცა ახლა „რუსეთი სრულებით თვალსაჩინოდ დაადგა დემოკრატიის გზას და დემოკრატიული საფუძველბის განმტკიცების საკუთარ გზებს ეძებს“.