პუბლიკაციები
არნო ხიდირბეგიშვილი: „სად იყო სანდრა, პრეზიდენტი ჰალსტუხის გარეშე და შევარდნაძის მოწაფის ბოლო ოინი“

misha-mtსაქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. პრეზიდენტ სააკაშვილის მორიგი სახიფათო ავანტიურა, რომლის შესახებ Disput.az-თან ინტერვიუში ვაფრთხილებდი აზერბაიჯანში მის მოულოდნელ ვიზიტამდე ორი დღით ადრე, ჩაფლავდა! 2013 წლის 2 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, საგარეო ურთიერთობათა განყოფილების გამგემ ნოვრუზ მამედოვმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ აზერბაიჯანი და საქართველო რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის რეალური საფრთხის წინაშე დგანან, რომელიც ამ უკანასკნელმა ა.წ. 28 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაქოდან დაბრუნებისთანავე გააკეთა.

Newtimes.az-თან ინტერვიუში ნოვრუზ მამედოვმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადება გაკვირვებას იწვევს: „ყველა ქვეყანას საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკუთარი ხაზი აქვს, თუმცა, სიტუაცია ჩვენს ქვეყნებში განსხვავებულია, ეს ბევრ საკითხში ჩანს. გარდა ამისა, სააკაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთში ჩვენი დიასპორის ზოგიერთ წარმომადგენელს აზერბაიჯანის მიმართ სახიფათო პოზიცია უკავია, შეიძლება მხოლოდ მის საკუთარ თვალსაზრისს ასახავდეს. არ გვჯერა, რომ მის მიერ ვაგიტ ალეკპეროვის და სხვათა მიმართ ნათქვამი სინამდვილეა. მე, როგორც ბაქოში სააკაშვილთან ბევრი შეხვედრის მონაწილემ, შემიძლია განვაცხადო, რომ მსგავსი საკითხები მასთან არ განიხილებოდა, და ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა... მეტად სამწუხაროა, რომ სააკაშვილი, რუსეთთან დაკავშირებით თავისი განცხადების გაკეთებისას, აზერბაიჯანსაც შეეხო“, – ხაზი გაუსვა ბატონმა მამედოვმა.

მაშ ასე, სააკაშვილის ჩვეული ფანდი – რომელიმე შეხვედრის შემდეგ მისი კომენტირება და იმის მოყოლა, რაც სინამდვილეში არ ყოფილა, მაგრამ რაც მას ძალიან უნდოდა, ანუ სასურველის სინამდვილედ გასაღება – არ გამოვიდა, ოფიციალური ბაქო არ მოერიდა არაადეკვატური პრეზიდენტის სიცრუეში მხილებას, თუმცა, სააკაშვილს დიდი იმედი ჰქონდა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ტელევიზორს არ უყურებს, გაზეთებს და პრესრელიზებს არ კითხულობს, ქართული არ იცის, და, საერთოდ, მისი გულისრევამდე ყალბი პანეგირიკის შემდეგ ბაქოში – იმის შესახებ, რომ მსოფლიოში არცერთ ქვეყანას საქართველოსთვის იმდენი არ გაუკეთებია, რამდენიც აზერბაიჯანს – მის „პატარა ცელქობას“ იქ დიდსულოვნად მიუტევებენ და „არ შეიმჩნევენ“.

ორიოდე კვირის წინ კი ტყუილის თქმის ანალოგიური მცდელობისას მის სიცრუეში მხილებას არ მოერიდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი – როდესაც  ბრიფინგზე, საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, რომელსაც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი ბაქრაძეც ესწრებოდა, სააკაშვილი უტიფრად ცრუობდა, იმ იმედით, რომ უსუფაშვილი ამას „ჩაყლაპავს“ და გაჩუმდება.

რუსეთის წინააღმდეგ ავანტიურაში აზერბაიჯანის ჩათრევის მცდელობა, ყარაბაღის პრობლემით, ბაქო-ჯეიჰანის მილსადენითა და ბაქო-ყარსის მშენებარე რკინიგზით უღირსი სპეკულირებით, ჩაფლავდა, ვინ იქნება მიშას ავანტიურების შემდეგი ობიექტი? რა თქმა უნდა, თურქეთი, როგორც უკვე ვთქვი Disput.az-თან ზემოხსენებულ ინტერვიუში – თურქეთი, სადაც ის ამ დღეებში ვიზიტით ჩასვლას აპირებს, მაგრამ რომელმაც მომხდარის შემდეგ შერცხვენილი მიშა-ცრუპენტელა შესაძლოა არ მიიღოს... 

აი მაშინ კი – რას მოიმოქმედებს სააკაშვილი, რომელიც მოძალადეების, ქურდების, მკვლელების და სამშობლოს მოღალატეთა პატარა ჯგუფთან ერთად მარტო დარჩა? პუტინი სკალპელით ხელში ღამღამობით ესიზმრება, ევროპამ დიდი ხანია, დაასაფლავა, ხოლო აშშ-ის ერთადერთი ამოცანაა – ის საკუთარი ხალხის მიერ გაგლეჯისაგან დაიცვას, საქართველო მისი გაუთვალისწინებელი ფანდებისგან დაიცვას და  საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩენილი 7 თვით „დასპირტოს“ პრეზიდენტის სასახლის მინის კოლბასავით გუმბათში დამამშვიდებელი პერანგის გარეშე...

ძნელი მისახვედრი არ არის, როგორი ბოლო ოინი შეიძლება გვიყოს ედუარდ შევარდნაძის ღირსეულმა მოწაფემ: სააკაშვილი საკუთარი თავის წინააღმდეგ ტერაქტს მოაწყობს, როგორც მისი მასწავლებელი „თეთრი მელა“ აკეთებდა უიმედო შემთხვევებში ძალაუფლების შესანარჩუნებლად! ხოლო თუ საქმე ჩაიფუშება და მისი მორიგი კლოუნადა გასკდება, ის ყველაფერს უარყოფს და სასწრაფოდ დატოვებს ქვეყანას – ემიგრაციაში წავა ლონდონში, როგორც განაწყენებული პრეზიდენტი,  რომელიც „ოკუპანტმა – რუსეთმა და მისმა დასმულმა პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა სამშობლოდან გააძევა“! რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა მის კონტროლს დაქვემდებარებული ე.წ. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერ ირაკლი წერეთელის მეშვეობით  ტყუილუბრალოდ კი არ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომ რუსეთის სპეცსამსახურები მის წინააღმდეგ ოპერაციას ამზადებენ - ტერაქტს სახელწოდებით „გველგესლა“!

რატომ გველგესლა – გასაგებია, მაგრამ რატომ – ლონდონში და არა „მშობლიურ“ ჰოლანდიაში, მისი მეუღლის სანდრა რულოვსის სამშობლოში?! იმიტომ, რომ ბაქოში მეუღლეებს შორის სერიოზული სკანდალი მოხდა – სანდრამ კატეგორიული უარი თქვა ქმრის ავანტიურებში მონაწილეობის გაგრძელებაზე! „მე ვალდებული ვარ, ჩვენი შვილების მომავალზე ვიფიქრო, და თუ საჭირო გახდება, მათ შენგან შორს წავიყვან, ჩემი მშობლების სახლში!“ – დაემუქრა სანდრა და მიშამ იცის, რომ ის ამის გამკეთებელია, როგორც ერთხელ ადრე, როცა ცოლქმრული ღალატის ფაქტზე გამოიჭირა...

აი ამიტომ ა.წ. 28 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა, ბაქოში ვიზიტის დასრულების შემდეგ, თბილისის აეროპორტში მობილიზებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ესკორტზე უარი თქვა, ტერიტორია ფეხით დატოვა და პრეზიდენტის სასახლეში თავისი ელექტრომობილით გაემგზავრა... მარტო! სანდრა ვერსად დავინახეთ, თუმცა, ორიოდე დღის წინ „სამაგალითო“ წყვილი აეროპორტში დემონსტრაციულად ერთად მივიდა, ცისფერი ელექტრომობილით! (იმედი მაქვს, ტელემაყურებლებს მიშას ფეხდაფეხ სირბილით მომავალი პატარა ანცი ირმა ნადირაშვილი სანდრა არ ეგონათ). „აი, სანდრა მიცავს!“ – თქვა აეროპორტში გაფრენის წინ სააკაშვილმა, რაც ყველა ქართულმა ტელეარხმა აჩვენა.

„ჩავარდნილი ტერაქტის“ ორგანიზატორად „გადარჩენილი“ სააკაშვილი თბილისში ცოტა ხნის წინ დაბრუნებულ საქართველოს უშიშროების ექს-მინისტრ ვალერი ხაბურძანიას გამოაცხადებს – სწორედ ამიტომ ა.წ. 26 თებერვალს, ბრიფინგზე პრეზიდენტის რეზიდენციაში სააკაშვილს „გაახსენდა“, რომ 2003 წლის ნოემბერში, „ვარდების რევოლუციის“ დროს პუტინმა ტელეფონით სთხოვა – ვალერი ხაბურძანია ჩვენი კაცია და თანამდებობაზე დატოვეთო (ვფიქრობ, მიშას „მიავიწყდა“, რომ მაშინ მისი „ვარდების“ გადატრიალება სწორედ ხაბურძანიას და უშიშროების სამინისტროს „ჩაურევლობის“ წყალობით გამოვიდა)!

უშუალო შემსრულებლებად კი სააკაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გამოაცხადებს, რომლის მომსახურებაზეც „წინდახედულად“ უარი თქვა. „მე დაცვა თუ ვინმესგან მჭირდება - ამ ხალხისგან!“ -  28 თებერვალს განაცხადა აეროპორტში ბაქოდან ჰალსტუხის გარეშე (!) დაბრუნებულმა პრეზიდენტმა, იგულისხმა რა ახალგაზრდები, რომლებიც მას 9 წელი იცავდნენ და რომლებსაც ვერა და ვერ აპატია თავისი შერცხვენა გორში 2008 წლის აგვისტოში – როდესაც მცველები მისი სიმხდალის მოწმეები გახდნენ და ვითომდა შეტევაზე წამოსული რუსული გამანადგურებლისგან საკუთარი სხეულებით დაიფარეს!

misha-1 misha-2
misha-3 misha-4
misha-5 misha-6
misha-7 misha-8
misha-9 misha-10