21 მაისი 2013

ruflag

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს – საქინფორმის საგანგებო მიმართვა

E-mail Print

1-analNEW-redaqსაქინფორმის საგანგებო მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს

ბატონო პრემიერ-მინისტრო!

ერთწლიანი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო საქინფორმმა გამოამჟღავნა რამდენიმე ათეული ბოროტმოქმედისა და სამი ორგანიზაციისაგან შემდგარი დივერსიული ჯგუფი, რომელიც მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტის დავალებითა და მის ინტერესებში, შინაგან საქმეთა ყოფილი ხელმძღვანელობის მფარველობით, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობით და ფინანსდება საქართველოს ყოფილი მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლიდან, მათ შორის – „დახურული“ მუხლიდან ეროვნული უშიშროების საბჭოს ხაზით, რომლის დაფინანსებას საიდუმლო ოპერაციებზე მიმართული 16 მილიონი შეადგენს.

„ლაზარეს“ დაფუძნებით პირველი ყინული დაიძრა

E-mail Print

lazare-mtსაქართველოში საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარე“ დაფუძნდა, რომლის თავმჯდომარის, პოეტ რეზო ამაშუკელის განცხადებით, ბიბლიური ლაზარეს მსგავსად, ეს მოძრაობაც, პირველ რიგში, საქართველოსა და ქართული სულის აღორძინებას, შემდეგ კი, საქართველოში მცხოვრები ყველა მისი  მოქალაქის გაერთიანებასა და ერთი ქვეყნის – საქართველოს შვილებად მათ  გამთლიანებას მოემსახურება.

რატომ ემუქრებიან „ჯავახკები“ ივანიშვილს და რატომ დაასხეს ლაფი ჟვანიას საფლავს

E-mail Print

1-analitikaNEW-brZolaგასულ კვირას საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო „საქინფორმმა“ მკითხველს შესთავაზა სააგენტოს მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის პუბლიკაცია საქართველოდერეფანია, სადაც იგულავებენ ამერიკაც და რუსეთიც!“  

და ვიდეო „ქართველი სომხები და ორხელისუფლებიანობის არაპროგნოზირებადობა“, რომლებიც მოწმობს სომხების ძალზე მცირერიცხოვანი, მაგრამ საშიში კატეგორიის – პროვოკატორების არსებობას, რომლებსაც სძულთ ქართველები და ახალი პრემიერი ივანიშვილი, რომელიც, როგორც თვითონ ამბობენ, ქართულ, და არა სომხურ ოცნებას აშენებს!“ და რომელთა მთავარი მიზანია  – საქართველოში ეროვნებათაშორის ნიადაგზე კონფლიქტის გაღვივება, ხელისუფლებისთვის პრობლემების შექმნა, რათა ამასობაში ჩუმ-ჩუმად ჩამოაცილონ მას სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, როგორც თვითონ უწოდებენ – ჯავახკი, და მას „ჩრდილოეთ სომხეთი“ დაარქვან.

ანდრეი ეპიფანცევი: „საქართველოს ახალ მთავრობას ყველაფრის შეცვლა უნდა არაფრის შეუცვლელად...“

E-mail Print

1-anons-epifancevსაინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის ჟურნალისტი მოსკოვში ცნობილ რუს პოლიტოლოგსა და ჟურნალისტ ანდრეი ეპიფანცევს შეხვდა, რომელმაც საქინფორმისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს სახელმწიფოშორის ურთიერთობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

– ბატონო ანდრეი, საქართველოს ხელისუფლებაში ახალი ძალა მოვიდა. როგორ შეაფასებთ ქვეყანაში 1 ოქტომბრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს?

– 1 ოქტომბრის შემდგომ ქვეყანაში მიმდინარე რამდენიმე პროცესზე შეიძლება ვისაუბროთ. პირველი – ეს არის რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა, მეორე – ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები, რომლებიც ვითარდება მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი თანამოაზრეების მიმართ. ჩემი აზრით, „ქართული ოცნების“ პოზიცია ჯერჯერობით არაერთგვაროვანია. სრულიად გასაგებია, რომ ეს ძალა ხელისუფლებაში დიდი პოპულისტური ლოზუნგებით მოვიდა. ლოზუნგები კარგია მაშინ, როდესაც ძალაუფლების ხელში ასაღებად ემზადები, ხოლო მას შემდეგ, რაც გიწევს ამ დაპირებების შესრულება, არც ისე კარგია. დღეს „ქართული ოცნების“ წინაშე მნიშვნელოვანი ამოცანა დგას და გაუგებარია, როგორ აპირებენ ისინი ამ საკითხების მოგვარებას. ეს ეხება ეკონომიკურ ბლოკსაც. გაუგებარია, სად აპირებს ივანიშვილი იმ თანხების მოძიებას, რომლებიც საჭიროა სხვადასხვა სოციალური პრობლემის მოსაგვარებლად, სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის და ა.შ. პრემიერ-მინისტრი აცხადებდა, რომ ის სხვადასხვა პროგრამას საკუთარი ფულით დააფინანსებდა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება და გაურკვეველია, მიიღო თუ არა ივანიშვილმა ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება. გარდა ამისა, საქართველომ საგარეო ვალებიც უნდა გაისტუმროს – საიდან უნდა მოხდეს ამ თანხების გადახდა? ქვეყანაში ინვესტიციები არცთუ ისე ბევრია. რაც გასაყიდი იყო, უკვე ყველაფერი გაყიდულია.  საქართველო სხვადასხვა ევროპული დემოკრატიული ქვეყნის ნაბიჯებს იმეორებს, როდესაც მთავრობა იწყებს ეკონომიკაზე ფოკუსირებას. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ართმევ ფულს სოციალურ სფეროს. ასეთ შემთხვევაში, გარკვეული პერიოდის შემდეგ ხალხი უკმაყოფილებას გამოხატავს. ჩემი აზრით, ერთი ან ორი წლის შემდეგ „მეოცნებეებს“ შესაძლოა, პრობლემები შეექმნათ. მნიშვნელოვანია ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარებაც.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის იუსტიციის ექს-მინისტრი: „იუსტიციის სახლის შექმნის იდეა მე მომპარეს!“

E-mail Print

1-analit-new-justiceსაქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც 2012 წლის 29 ნოემბერს იუწყებოდა საქინფორმი, საქართველოს უზენაესი საბჭოს ყოფილმა დეპუტატმა მირიან მირიანაშვილმა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოპარვაში დაადანაშაულა. მაგრამ, როგორც ჩანს, მსგავსი ქურდობის ფაქტები ერთეულები არ არის!

ერთი დღით ადრე – 2012 წლის 28 ნოემბერს – საქინფორმის რედაქციას დაუკავშირდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ყოფილი იუსტიციის მინისტრი მარინა კაჟაშვილი, რომელმაც ვრცელი მასალა გამოგვიგზავნა (როგორც თავად წერს – „ტიტულიან ფურცელზე გერბისა და ბეჭდის გარეშე ინფორმაციის მეტი დამაჯერებლობისათვის“) – იმის შესახებ, თუ როგორ მოჰპარეს მას იუსტიციის სახლის შექმნის იდეა, რომელთა მშენებლობითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით ასე იკვეხნის პრეზიდენტი სააკაშვილი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ.

გთავაზობთ ქალბატონ მარინა კაჟაშვილის მიერ  საქინფორმისათვის გამოგზავნილ მასალას ცვლილების გარეშე:

ბალტიისპირეთი – ნატოსა და ევროკავშირზე: ქართველებო, უარი თქვით სტერეოტიპებზე!

E-mail Print

1-analit-new-GLსაერთაშორისო კონფერენცია „ევროატლანტიკური ინტეგრაციის ბალტიისპირეთის გამოცდილება: შესაძლებელია თუ არა გამეორება საქართველოში?“ 2012 წლის 19 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ჩატარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ჩამოსული პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მონაწილეობით.

კონფერენციაზე მიწვეული იყვნენ საქინფორმის ჟურნალისტები.

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატი გულბაათ რცხილაძე, აგრეთვე, ქართველი პოლიტოლოგები და ექსპერტები. ბალტიისპირელ ექსპერტთა ვიზიტის მთავარი მიზანი კი, ორგანიზატორების თქმით, ქართველი საზოგადოებისთვის იმ სიტუაციის გაცნობა გახდა, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებში ნატოსა და ევროკავშირში შესვლის შემდეგ შეიქმნა.

როგორც კონფერენციის მსვლელობისას აღინიშნა, ეს შეხვედრა საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს, უფრო რეალურად შეხედოს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში წევრობის საკითხს, შეაფასოს მისი ყველა პლუსი და მინუსი. ამ საკითხზე თავისი აზრი გამოთქვეს: დიპლომატმა, პოლიტიკურმა მოღვაწემ, ლიტვის სეიმის ყოფილმა დეპუტატმა ალგირდას პალეცკისმა და მოქმედმა დეპუტატმა იულიუს ვესელკამ; ესტონეთის წარმომადგენლებმა – ჟურნალისტმა, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ედუარდ ტინმა, პარლამენტის დეპუტატმა იანა ტოომმა, ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორმა ალექსეი სემიონოვმა; ლატვიის პარლამენტის დეპუტატმა, ჟურნალისტმა ნიკოლაი კაბანოვმა და მისმა თანამემამულემ – ეკონომისტმა, დამოუკიდებელმა მიმომხილველმა ეინარს გრაუდინშმა, და სხვებმა.

ჯუმბერ კირვალიძე - საქართველოს დეოკუპაციისა და გამთლიანების სტრატეგია ავსტრიის გამოცდილებას უნდა დაეფუძნოს

E-mail Print

1-geo-analitბიძინა ივანიშვილი: "ნეიტრალიტეტს, მე მგონი, ჩვენ ვერ შევძლებთ. ასეთი სუსტი სახელმწიფოს პირობებში, სუსტი ეკონომიკით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რომ ვთქვა, ნეიტრალიტეტისთვის ვიბრძოლებ-მეთქი, - ამის იმედი ნუ გვექნება".

ჯუმბერ კირვალიძე: "ნეიტრალიტეტისთვის კი არ უნდა ვიბრძოლოთ", ბატონო ბიძინა, არამედ - საქართველოს გამთლიანებისათვის. აბა ისე, რა საჭიროა ნეიტრალიტეტი, თუ მისი მეშვეობით აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ვერ დავიბრუნეთ?! ამის მისაღწევად კი, ნეიტრალიტეტის, როგორც საშუალების და მეთოდის გამოყენება, ვფიქრობ, რომ არ უნდა გამოირიცხოს".

არნო ხიდირბეგიშვილი: „საქართველო – დერეფანია, სადაც იგულავებენ ამერიკაც და რუსეთიც!“

E-mail Print

1-analit-ot-red-arnoრკინიგზა რუსეთი-აფხაზეთი-საქართველო-სომხეთი: ერევანთან დაახლოება და ბაქოსთან  გამწვავება? „სომხური საფრთხეები“ ბიძინა ივანიშვილისთვის. თბილისი-მოსკოვი-USA-NATO: დარეგულირების რეალობა და საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა. საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის 2012 წლის 23 ნოემბრის საინფორმაციო სააგენტო Vesti.Az-თვის ექსკლუზიური ინტერვიუს მიხედვით.

გამიდ გამიდოვი: ბატონო არნო, როგორც ჩანს, ივანიშვილის მომხრეთა გამარჯვება თავად საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილისთვისაც არ იყო მოულოდნელი. გვითხარით, რა შეიცვალა ქვეყანაში მას შემდეგ, რაც პარლამენტში უმრავლესობა ივანიშვილის მომხრეებმა მოიპოვეს? იგრძნობა რაიმე სერიოზული ცვლილებები? 

არნო ხიდირბეგიშვილი: სააკაშვილი ემზადებოდა საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებისთვის მათი ტოტალური გაყალბების გზით ადმინისტრაციული რესურსისა და ძალოვანი სტრუქტურების გამოყენებით, მაგრამ 18%-ზე მეტის გაყალბება ვერ შეძლო (ანუ ნაცმოძრაობას რეალურად ხმა მისცა ამომრჩეველთა არა 45%, არამედ 27%-მა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ეროვნული უმცირესობები მათი კომპაქტური დასახლების ადგილებში სომხები სამცხე-ჯავახეთში და აზერბაიჯანლები ქვემო ქართლში).

დიმიტრი ლორთქიფანიძე: „ქვეყანაში ჩუმი საბოტაჟი მიმდინარეობს!“

E-mail Print

1-analitNEW-dimaსაინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ სტუმარია იურისტი, ყოფილი პარლამენტარი და ადამიანის უფლებათა დამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

საქინფორმის კორესპონდენტთან საუბრისას მან ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეაფასა.

– ბატონო დიმიტრი, ხელისუფლებაში ახალი ძალა მოვიდა. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებს ეს გუნდი ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტას და, ზოგადად, როგორ შეაფასებთ ახალ მინისტრთა კაბინეტს?

– პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ ახალ მთავრობას ძალიან დიდი იმედი უკავშირდება. საზოგადოებამ ახალ ხელისუფლებას ნდობის ძალიან დიდი მანდატი მისცა, რომლის მაკონსოლიდირებელი მთავარი ფაქტორი გახლავთ პოლიტიკაში იმ პიროვნების გამოჩენა, რომელიც წლების განმავლობაში განსაკუთრებულ ქველმოქმედად გვევლინებოდა და რომლის მონაწილეობაც ქართული ეკონომიკის განვითარებაში უდავოდ საგულისხმოა. თავად ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში, ქვეყანაში ახალი ეპოქის დასაწყისზე მეტყველებს. ხოლო თუ როგორ გაამართლებს საზოგადოების იმედს ის გუნდი, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა დასაყრდენად შეარჩია, მომავალი გვიჩვენებს.

საქართველო და დსთ (საქინფორმის ანალიტიკური მიმოხილვა)

E-mail Print

1-analitika-NEW-sngვიდრე საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმებს ითვლიდნენ, 9 ოქტომბერს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც დსთ-თან გაფორმებული კიდევ ერთი ხელშეკრულება დაარღვია (იმ 75-დან, რომელთაგან, საქართველომ დატოვა რა დსთ, არ გამოსულა). ამჯერად სახელმწიფოთაშორის ფელდეგერული კავშირის შესახებ 1993 წლის 22 იანვარს დადებულმა შეთანხმებამ შეწყვიტა მოქმედება. მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნა უკვე სათუო იყო (მხოლოდ სააკაშვილი იმშვიდებდა თავს იმით, რომ მაჟორიტარების ხარჯზე შეინარჩუნებდა უმრავლესობას), მან დსთ-ის კიდევ ერთი შეთანხმების დარღვევისთვის მოიცალა.

ზოგადად, დსთ-ის მიმართ არარაციონალური დამოკიდებულება მისი შექმნის მომენტიდან ახასიათებდა ქართულ პოლიტიკას. ზვიად გამსახურდია, რომელიც „რუსეთის იმპერიისგან საქართველოს გათავისუფლების“ ლოზუნგით მოვიდა ხელისუფლებაში, სულ რაღაც ერთ წელიწადში, მისივე სიტყვებით, „მოდერნიზებულ იმპერიაში“ შესვლაზე განაცხადს ვერ გააკეთებდა. საქართველოში დღესაც ბევრს მიაჩნია, რომ ედუარდ შევარდნაძემ საკუთარი ძალაუფლების გადასარჩენად „შეათრია საქართველო დსთ-ში“. თუმცა თანამეგობრობაში წევრობას აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ ზიანი აღარ მოუყენებია, მაგრამ არც სასიკეთო მოუტანია რამე.

ზოგიერთ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ უკრაინის გამოცდილება

E-mail Print

1-obsh1საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. მუდამ შეშფოთებული რასმუსენის უსირცხვო განცხადება მის მორიგ „შეშფოთებასთან“ დაკავშირებით, რომელიც ამჯერად სააკოიდური ხელისუფლების მანიაკების დაპატიმრებას უკავშირდება, გვაფიქრებინებს, რომ დასავლეთს საქართველოს სათავეში დასუსტებული ივანიშვილის ხილვა სურს, რომლის ხელისუფლება „გაზავებული“ იქნება წინა რეჟიმის წარმომადგენლების მიერ. თავად ის ფაქტი, რომ სააკაშვილი მიიღეს ნატოს სამიტზე მაშინ, როდესაც ბრიუსელში საყოველთაო-სახალხო არჩევნებით მოსული მთავრობის ხელმძღვანელი იმყოფებოდა, მოწმობს ამას.

გვერდი 10 of 21