23 მაისი 2013

ruflag

ვალერი კვარაცხელია: „ამერიკელებს ხუთი ბერკეტი აქვთ საქართველოში საკუთარი ინტერესების გასატარებლად“

E-mail Print

anons-valeriსაქართველო. 10 იანვარი, საქინფორმი. საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის სტუმარია ჟურნალისტი, მწერალი და პოლიტიკური პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ თავმჯდომარე, ბატონი ვალერი კვარაცხელია. ბატონი ვალერი ამჟამად ქართულ პოლიტიკაში აქტიურად არ არის ჩართული, თუმცა, ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ჩვენი საუბარიც სხვადასხვა აქტუალურ თემაზე შედგა.

ბატონო ვალერი, როგორ შეაფასებთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს?

– მოდი, დავიწყოთ იქიდან, რომ მოხდა ის, რასაც, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ამბობდა – შუა გაიკრიფა. დარჩა ორი გუნდი – კოალიცია „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ყველა დანარჩენი პოლიტიკური ძალა პოლიტიკის მიღმა დარჩა. კარგია, თუ ცუდი ეს მოვლენა, ამის შესახებ შეფასებები სხვადასხვაგვარია. ჩემი აზრით, ეს არ არის კარგი. ვფიქრობ, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც საპარლამენტო უმცირესობას წარმოადგენს,  საკმაოდ მაღალი – 40% ზე მეტი შეინარჩუნა იმიტომ, რომ ფლობდა სახელისუფლებო ბერკეტს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“, ცხადია, გაიმარჯვა იმიტომ, რომ ჰქონდა დიდი კაპიტალი. შედეგად, მოხდა ის, რომ საზოგადოებას პოლიტიკური ცხოვრებისთვის არ დარჩა ადგილი. ეს ორი ძალა ამტკიცებს, რომ საზოგადოების ინტერესებს გამოხატავს. თუ რამდენად იქნებიან ისინი საზოგადოებრივი აზრისა და ინტერესების გამომხატველი, ამას მომავალი გვიჩვენებს.

თეა თუთბერიძე: ბაჩო ახალაია – მონსტრი თუ პოლიტიკური მძევალი?!

E-mail Print

analit-TEAსაქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. დღეს თეა თუთბერიძემ საქინფორმს პუბლიკაციის გამოქვეყნების თხოვნით მომართა, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:

„ხელისუფლების ცვლილებამდე ჩვენ ვიცოდით, რომ ბაჩო ახალაია კანიბალი იყო. იგივე გვესმის ახლაც და რასაკვირველია ღრმად ვართ დარწმუნებულები, რადგან ისეთმა ხალხმა გვითხრა, არ მოგვატყუებდნენ. უბრალოდ მთელი ფოკუსი იმაშია, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, როცა პროკურატურას ლოგიკურად უნდა ეპოვა ადამიანთა დახრული ძვლები, ახალაიების ზუგდიდურ ბუნაგში გადამალული და ეს ფაქტობრივი მტკიცებულებები საჯაროდ გამოეტანა, მან იპოვა დახრული ვაშლი, რომელიც მოგეხსენებათ მონსტრებს არ უყვართ. ამოცანა გვეკითხება, სადაა ადამიანების დახრული ძვლები?

მოდით ჯერ ერთად გადავავლოთ თვალი, დღევანდელი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების გაკეთებულ განცხადებების ნაწილს მაინც.

ნოდარ ხადური: „ინფორმაცია უნდა გახდეს საჯარო, რომ ხალხის ფულზე ხელი არავის წაუცდეს“ – ინტერვიუ, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს!

E-mail Print

anal-NEWსაქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის კორესპონდენტი ნატა წერეთელი საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს ესტუმრა. ბატონმა  ხადურმა საქინფორმთან ქვეყნის ფინანსურ მდგომარეობაზე, არსებულ პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– ბატონო ნოდარ, ქართული ოპოზიცია სააკაშვილის ხელისუფლებას აქტიურად აკრიტიკებდა ქვეყნის ფინანსების არამიზნობრივად ხარჯვის გამო. როდესაც მინისტრის პოსტი ჩაიბარეთ, რეალურად რა ვითარებაში იყო ქვეყნის ფინანსები?

– იმაზე მეტად მძიმე ვითარება დამხვდა, ვიდრე წარმომედგინა. საქართველოს ძალიან მწირი რესურსები აქვს. გარდა ამისა, ჩვენი ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაშია. თანხები  გაფლანგულია – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. წინა ხელისუფლებამ ააშენა პარლამენტის შენობა, რომელშიც 360 მილიონი ლარი დაიხარჯა. შედეგად – ქუთაისს აქვს პარლამენტის შენობა და არ აქვს წყალი, ნაგავსაყრელი და სხვა ელემენტარული საარსებო საშუალებები. ერთ ფაქტს შეგახსენებთ, როდესაც ქალბატონ ჰილარი კლინტონს საქართველოში ვიზიტის დროს იუსტიციის სახლი აჩვენეს, უთქვამს, რომ ამერიკაში ასეთი იუსტიციის სახლები არ არის. ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს გავიმეორებ და ვიტყვი, რომ მართალია, ამერიკაში არ აქვთ ასეთი იუსტიციის სახლები, მაგრამ სხვა ყველაფრით უზრუნველყოფილნი არიან.

არნო ხიდირბეგიშვილი: პუტინი – თანამედროვეობის ყველაზე გამოჩენილი პოლიტიკოსი და დამახინჯებული „იმედი“...

E-mail Print

anal-pol-red-ANONSსაქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. როგორც ჩანს, ტელეკომპანია იმედი განაგრძობს სამწუხარო ტრადიციას და კვლავაც რუსთავი 3-ად რჩება! სამართლიანად იყვნენ აღშფოთებული ტელემაყურებლები, რომლებიც 2013 წლის 4 იანვრის საღამოს განუწყვეტლივ ურეკავდნენ მობილურ ტელეფონზე საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილს, რომლებს შორის იყვნენ როგორც ჩვეულებრივი ადამიანები – ჩვენი მუდმივი მკითხველები, ისე ცნობილი ქართველი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები.

აღშფოთების საბაბი კი ნამდვილად არსებობდა: საქმე ის გახლავთ, რომ „იმედის“ საღამოს საინფორმაციო გამოშვების („ქრონიკა“ 20 საათზე) ერთ-ერთ ბოლო ბლოკში გავიდა სიუჟეტი ყველაზე გავლენიანი ადამიანები, მიძღვნილი ჟურნალ Foreign Policy-ს მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის – 2012 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ათეულისადმი. ავტორიტეტული ამერიკული ჟურნალის ვერსიით, ამ სიაში პირველი ადგილი ვაკანტური დარჩა, ხოლო მეორე რუსეთის პრეზიდენტმა ვ.ვ. პუტინმა დაიკავა და ამგვარად სიას თავში მოექცა.

ევრაზიის ინსტიტუტის „მრგვალი მაგიდა“ ნატოსადმი საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულების შესახებ

E-mail Print

evrazia-mtavari2012 წლის 20 დეკემბერს თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასში“, შედგა ევრაზიის ინსტიტუტის მიერ ამავე წლის აგვისტოს ბოლო-სექტემბრის დასაწყისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების საექსპერტო განხილვა.  გამოკითხვა სხვა პუნქტებთან ერთად მოიცავდა საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას ჩრდილოატლანტიკური ბლოკის – ნატოს, მიმართ. სულ ხუთი კითხვა იყო ამ საკითხთან დაკავშირებით (დეტალური შედეგების ნახვა შეიძლება ევრაზიის ინსტიტუტის საიტზე).

სხდომა გახსნა ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ, რომელმაც შეკრებილ ექსპერტებს, ჟურნალისტებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს ევრაზიის ინსტიტუტის „მრგვალი მაგიდა“ ნატოსადმი საქართველოს   მოსახლეობის დამოკიდებულების შესახებ გამოკითხვის ძირითადი შედეგები გააცნო. მან გამოყო რამდენიმე მომენტი: შედეგების მიხედვით გამოკითხულთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ვერ პასუხობს დასმულ კითხვებს ან უარს ამბობს საკუთარი პოზიციის გამოხატვაზე. ამგვარ ადამიანთა პროცენტი განსაკუთრებით მაღალია, როდესაც მათ თავიანთი პოლიტიკური სიმპატიების შესახებ ეკითხებიან, მაგრამ ასევე საკმაოდ მაღალია ნატოს საკითხთან მიმართებით გაურკვეველთა ან პასუხისგან თავისამრიდებელთა.

ეს ფაქტორი გ.რცხილაძემ დაუკავშირა იმას, რომ მოსახლეობას ძალზე ზერელე წარმოდგენები აქვს ნატოს როლზე მსოფლიოში, იმაზე, თუ ზოგადად რას წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციაა. გარდა ამისა, მისი აზრით, გარკვეულწილად მოქმედებდა შიშის ან სიფრთხილის ელემენტიც, რადგან წინა ხელისუფლება ამ საკითხის პოლიტიზაციას ახდენდა და აქცია კიდეც იგი პოლიტიკური კონიუნქტურის ნაწილად.

ლეონტიევი: „საქართველო ფიზიკურად ვერ იარსებებს რუსეთის გარეშე!“

E-mail Print

1-leontievსაქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. "საქართველომ აირჩია მმართველად ბორის ივანიშვილი, რომელიც გაიზარდა რუსეთში, დაკავშირებულია რუსეთთან და რუსეთის გარეშე არსად არაფერი ესაქმება. საქართველოში მთავრობა დემოკრატიულად შეიცვალა, მათ შორის, იმიტომ, რომ ამერიკელმა პატრონებმა ივანიშვილს ამის უფლება მისცეს და სააკაშვილს არ მისცეს მისი ფიზიკური შევიწროების უფლება", - ამის შესახებ რუსმა პოლიტოლოგმა მიხეილ ლეონტიევმა გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც დიდი რუსეთის შექმნაზე ისაუბრა, რაც, მისი თქმით, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინტეგრაციის მეშვეობით უნდა მოხდეს.

არნო ხიდირბეგიშვილი: მიშა და „კროკოდილი“

E-mail Print

1-krok-MTმიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს, გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის International Centre for Prison Studies მონაცემების თანახმად, საქართველომ პატიმრების რაოდენობით ევროპაში – პირველი, მსოფლიოში კი მეორე ადგილი დაიკავა, ნარკომანთა რაოდენობა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში კი არ შემცირდა, არამედ მკვეთრად გაიზარდა.

ჯერ კიდევ 2011 წლის 8 სექტემბერს, პუბლიკაციაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს ნარკოტიკების მოხმარებით“ საქინფორმი იუწყებოდა, რომ საქართველოში, განსაკუთრებით – ახალგაზრდებში, მოდური გახდა ახალი ნარკოტიკული საშუალება „კროკოდილი“ (დეზომორფინის ჟარგონული სახელწოდება, მიეკუთვნება სინთეტიკურ ოპიატებს), რომელსაც კუსტარულად ამზადებენ აფთიაქებში ხელმისაწვდომი კოდეინის შემცველი პრეპარატებისა და ტოქსიკური ნარევი „კროტისგან“, რომელსაც კანალიზაციის საწმენდად იყენებენ. აქამდე არსებული კუსტარული ამფეტამინებისგან („ვინტი“, „ჯეფი“) განსხვავებით, „კროკოდილი“ გაცილებით უფრო ხშირად იწვევს დოზის გადაჭარბებას, რაც მაქსიმუმ ერთ წელიწადში ყოველთვის ლეტალურად მთავრდება, აფრთხილებდა საქინფორმი.

1-krok-1

ამავე დროს, საქართველოს აფთიაქებში არსად იშოვება „ნალოქსონი“ – დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სასიცოცხლოდ აუცილებელი პრეპარატი, რომელიც რეგისტრაციის ვადის გასვლის გამო არ შემოაქვთ (ასე ებრძოდნენ ნაციონალები ნარკომანიას...).

რაში ლიდერობს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი №1

E-mail Print

1-analitnew-USAბევრი ადამიანის, პირველ რიგში კი – თავად ამერიკელების, ცნობიერებაში ღრმად არის ჩაბეჭდილი მითი ამერიკის შეერთებული შტატების მსოფლიო პირველობის შესახებ. სინამდვილეში როგორ არის საქმე? მოდი, იმის გადაწყვეტა, რა არის სინამდვილეში ამერიკა – სტატისტიკის მშრალ ოფიციალურ  ციფრებს მივანდოთ. ოფიციალური მონაცემები ამბობს, რომ ამერიკას მსოფლიოში პირველი ადგილი უჭირავს:

იდეალური პუტინი

E-mail Print

1-gulbaat-politika-3საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმ პუტინის ბოლო განცხადება რუსულ-ქართულ ურთიერთობებთან დაკავშირებით იმედისმომცემია. პრეზიდენტი უაღრესად გულახდილი იყო – სიტყვები, ლოგიკა, სახის მიმიკა, ჟესტიკულაცია – ბუკვალურად ყველაფერი ამაზე მეტყველებს. პუტინი რეალისტია. პრობლემა ცხადია: სააკაშვილმა და მისმა მფარველმა პროვოკატორებმა ეს ურთიერთობა, ისევე, როგორც აფხაზებთან და ოსებთან დარეგულირება, ჩიხში შეიყვანეს. რუსეთს არ შეუძლია, უკან წაიღოს ამ რესპუბლიკების აღიარება, და პუტინმა კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ რუსეთი ამით უფრო ბედნიერი არ გამხდარა, ხოლო საქართველოს არ შეუძლია მათი აღიარება – პუტინს ესეც ესმის. მადლობა რუსეთის პრეზიდენტს პატიოსნებისა და გულახდილობისთვის. მისი სიტყვები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაზეც საქართველოში ჩვენ, ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენლები, იძულებულნი ვართ, ლამის ვიყვიროთ, მაგრამ ვერ გადავფარავთ ელექტრონული მასმედიის ხმას: საქართველოს შიგნით მოქმედი საინფორმაციო ტერორისტების მიერ გავრცელებული რუსეთის ლიდერების სიტყვების ინტერპრეტაციის საწინააღმდეგოდ, რუსეთი არ ითხოვს საქართველოსგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას კეთილმეზობლობის აღდგენის სანაცვლოდ!

მარინა კაჟაშვილი: „დღეს ქართულ-ოსური მისიის სათავეში დგომა ბევრად იოლია, ვიდრე 2006 წელს – ერედვში!“

E-mail Print

1-analitika-NEW-kajaShსაქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის იუსტიციის ექს-მინისტრ მარინა კაჟაშვილის წერილს საქინფორმისადმი მკითხველს უცვლელად ვთავაზობთ:

გულდასაწყვეტია, რომ 2006 წლის ერედვში, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, იმ მძიმე დროსა და ვითარებაში დგომა ასე რთული და დაუფასებელი  შედეგით დასრულდა.

ჩემო საყვარელო დევნილებო, ჩემო ხეობელებო, ჩემო გორელებო და, საერთოდ,   ჩემო ქართლელებო, მოგმართავთ დიდი სიყვარულითა და მოწიწებით: თქვენ  ყველამ  ყველაფერი კარგად იცით და არაფერი გესწავლებათ, თქვენ ხართ თითოეული  ადამიანისა და მისი საქმის შემფასებელი ბარომეტრი. ისიც კარგად იცით, თუ  როგორ დანაღმულ გზებზე ვიარე, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში – წვერიახოს გაუვალ მთაზე პირველ ქალმა –  პოლიტიკოსის სტატუსით, იმისათვის, რომ მტრობა დამთავრებულიყო, დაქუცმაცებულობა დასრულებულიყო, შუღლი დასამარებულიყო; შუღლი ძმათა შორის, რომელმაც თითოეულ ჩვენგანს ბოლო ათეული წლებია, ცხოვრება ჯოჯოხეთად გვიქცია.

„ისტორიულმა მემკვიდრეობამ“ ახალი წიგნის პრეზენტაცია გამართა

E-mail Print

1-ambasador-mtგუშინ, 2012 წლის 19 დეკემბერს, 13:00 საათზე, ძველი თბილისის ცენტრში – ხუთვარსკვლავიანი ოტელი ამბასადორის (Ambassador Hotel in Tbilisi) საკონფერენციო დარბაზში – არასამთავრობო ორგანიზაცია ისტორიულმა მემკვიდრეობა მის მიერ გამოცემული მორიგი წიგნის – „ლეკიანობ“ – პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ წიგნის სარედაქციო კოლეგიის წევრები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, პუბლიცისტები, სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები, ექსპერტები. პრეზენტაციამ თბილ გარემოსა და საინტერესო საუბრებში ჩაიარა, მოწვეულმა სტუმრებმა თავისი აზრი გამოთქვეს ახალგამოცემული წიგნის თემატიკის შესახებ.

გვერდი 9 of 21