20 მაისი 2013

ruflag

ჯავახკის დიასპორას წინადადება შემოაქვს სააკაშვილი ახალქალაქის სარკინიგზო ვაგზლის დირექტორად დაინიშნოს - ბარემ, ჩახალიანს უფრო ახლოს გაეცნოს

E-mail Print

1anal-1-pol-1-A-2საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. 2013 წლის 19 აპრილს რუსეთის ჯავახკის დიასპორამ ჩვენს რედაქციას წერილი გამოუგზავნა, რომელშიც საქინფორმს თავისი მოსაზრებები გაუზიარა საქართველოში ბოლო დროს მომხდარი მოვლენების თაობაზე.

“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, 19 აპრილისთვის დანიშნული აქციის სტარტამდე, რამდენიმე უცნაური მოვლენა მოხდა, რომლებიც, ამავე დროს, გააზრებას არ ექვემდებარება. აი, ზოგიერთი მათგანი:

არნო ხიდირბეგიშვილი: “ანჟელიკა და მეფე“ - დამნაშავეთა რებრედინგი შეუძლებელია ისევე, როგორც მათთან კოჰაბიტაცია!

E-mail Print

1-ARNO-GEOაუცილებელი არ არის, ფსიქოანალიზის ჩვევებს ფლობდე, რომ “ნაცმოძრაობის“ 10 სტრატეგიული შეცდომა ჩამოთვალო 2013 წლის 19 აპრილის უბადრუკ შოუზე, საქართველოს ეყროპული (უკვე მარტო ევროპული, და არა ევროატლანტიკური!) კურსის უალტერნატივობის მხარდასაჭერ აქციად რომ ცდილობდნენ ქართველი ხალხისთვის შესაღებას. “ნაციონალებისთვის“ ყველაზე უარყოფითს ისინი საგანგებოდ თვითონვე შეეხნენ, რათა საკუთარი უშიშრობის და უდანაშაულობის - ერგო, მათი მისამართით ბრალდებების უსაფუძვლობის დემონსტრირება მოეხდინათ!

შეცდომა №1 არ შეიძლებოდა, “ნაცებს“ მიტინგი მათ მიერვე შიშველ კედლებამდე გაძარცული პარლამენტის წინ ჩაეტარებინათ - 2007 წლის 7 ნოემბრის და 2011 წლის 26 მაისის მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევის დროს მოქალაქეთა სისხლით შეღებილ რუსთაველის გამზირზე;

სააკაშვილმა გულბაათ რცხილაძის ციტირება მოახდინა ანუ ექს-პრეზიდენტის გულწრფელი აღიარება

E-mail Print

1analitika-2-a3საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. გულბაათ რცხილაძე, ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორი: „მ.სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საჯაროდ, რომ სწორედ მან, როგორც დასავლეთის მარიონეტმა, დაიწყო აგვისტოს ომი. თავისსავე ტელეკომპანია „რუსთავი-2“-დმი მიცემულ ინტერვიუში (16.03.2013), დასავლეთის „დახმარების“ შექებასთან ერთად, მან განაცხადა შემდეგი (აზრის პერეფრაზი თითქმის სიტყვა-სიტყვით): განა რა მოიგო რუსეთმა აგვისტოს ომში? მხოლოდ რამდენიმე სოფელი. სამაგიეროდ, ბევრი რამ წააგო“.

ქართულ-სომხური პარტნიორობის გაღრმავების გადაუდებელი აუცილებლობა

E-mail Print

1sazogad-2-analit-2საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. კვლევით-ანალიტიკური საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ინტეგრაცია და განვითარება“ (ხელმძღვანელი - არამ საფარიანი) ინიციატივით, ერევანში, 13 აპრილს გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სომხეთი: გეოპოლიტიკური და ინტეგრაციული პერსპექტივები. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც სომეხმა პოლიტიკოსებმა და პოლიტოლოგებმა, ისე ბალტიისპირა სახელმწიფოებისა და საქართველოს წარმომადგენლებმა. კონფერენცია სასტუმრო „მეტროპოლში“ გაიმართა და მას დიდი ყურადღება დაუთმო ადგილობრივმა მასმედიამ.

დასავლური რელიგიური ორგანიზაციები საქართველოში და მათი პოლიტიკური მიზნები

E-mail Print

analitika-1-sazogadoeba-1საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. როგორც პოლიტფორუმი იუწყებოდა, ევრაზიის ინსტიტუტმა 4 აპრილს ორგანიზება გაუკეთა საქართველოში არატრადიციული რელიგიური მიმდინარეობების თემაზე საზოგადოების წარმომადგენელთა შეკრებას - პრობლემას განიხილავდნენ თეოლოგები, პოლიტოლოგები, უსაფრთხოების საკითხებში სპეციალისტები. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი, ბიზანტიოლოგი, რელიგიის საკითხების მკვლევარი, პროფესორი გვანცა კოპლატაძე, ყოფილი ომბუდსმენი, ევრაზიის ინსტიტუტის სპეციალისტი ნანა დევდარიანი, ყოფილი პარლამენტარი და დიპლომატი ჰამლეტ ჭიპაშვილი, თეოლოგი დავით გელაშვილი, ყოფილი პოლიტპატიმარი, მართლმადიდებელი აქტივისტი შოთა აფხაიძე, უშიშროების საკითხების ექსპერტი, პოლკოვნიკი დავით ფურცხვანიძე, პოლიტოლოგი, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე და სხვები.

"ქართველი ხარ? - არ მოხვიდე ცხრამეტში! სომეხი ხარ? – კი ბატონო, მობრძანდი!"

E-mail Print

charkvianiსაქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. დღეს ექს-მმართველი ძალა “ნაცმოძრაობა“, პირველად 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ძალების დათვალიერებას აწყობს - მასშტაბურ (როგორც ნაციონალები იმედოვნებენ) აქციას აწყობს თბილისში რუსთაველის გამზირზე, რომელიც საქართველოსთვის დიდი ხანია თხემ ადგილად გადაიქცა.

საიდუმლო არავისთვის არის, რომ ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა უკიდურესად უარყოფითად არის განწყობილი როგორც დღევანდელი აქციის, ისე ბოლო 9 წლის მანძილზე მმართველი პარტიისა და მისი ლიდერების - პრეზიდენტ სააკაშვილისა და გენმდივან მერაბიშვილის მიმართ, რადგან სწორედ ისინი, ზუსტად ამ ადგილზე, სისხლით შლიდნენ მასობრივ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს 26 მაისს და 7 ნოემბერს, ხოცავდნენ სხვაგვარად მოაზროვნეებს, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ პატიმრებს, მათ შორის - ბავშვებს.

რეზო ამაშუკელი: ,, მივმართავ მთავრობას, რამეთუ მაინტერესებს და ჩემთვის დღემდე უცნობია. ვინ არიან ის ჯგუფები ვინც დღემდე წლებია უშედეგოდ მონაწილეობას იღებს შეხვედრებში კონფლიქტების დარეგულირებისათვის ...”

E-mail Print

analit-amaSukeliსაქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. როგორც სახალხო საზოგადოებრივი დიპლომატიური ორგანიზაციის ,,ქართულ-ოსური მისიის ''თავმჯდომარე ბატონი რეზო ამაშუკელი აცხადებს,  გაოცებას ვერ მალავს და უცნობია დღემდე მისთვის  თუ ვინ  და რომელი ჯგუფები იღებენ მონაწილეობას შეხვედრებში კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში, რომელსაც წლებია უშედეგოდ წარმართავენ :

,,გუშინ  16 04.2013წ. ერგნეთიდან  სატელევიზიო ჩართვა   ,,იმედთან'' კადრების ნახვის შემდგომ გაოცებული დავრჩი, როცა ვიხილე ერგნეთში მოეწყო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის რიგით 33-ე სამუშაო შეხვედრა, რომელიც წარუმატებელი წინა და 32 -ე შეხვედრების გაგრძელებაა, სადაც  მონაწილეობდნენ  ისევ ძველი, წარუმატებელი  კადრები მოსალაპარაკებლად, რომელთა წინ და უკან გასართობ სიარულმა წლებია არაფერი შედეგი არ მოუტანა ქვეყანას.

არნო ხიდირბეგიშვილი: "სააკაშვილი - გიჟია!"

E-mail Print

analitika-red-gizhiსაქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. მე - გიჟი არ ვარ! - სამჯერ გაიმეორა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 2013 წლის 16 აპრილს, ტელეარხ “რუსთავი 2“-ის თოქშოუ “პოზიციის“ პირდაპირ ეთერში.

ბაია ამაშუკელი: ქართული პოლიტიკის 21- წლიანი „ჩატურანგა“

E-mail Print

analitika-ANONS-baiaსაქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. V-VI საუკუნეებში ინდოეთში შეიქმნა თამაში სახელწოდებით „ჩატურანგა“, რომელშიც  მოთამაშე  გამარჯვებას გონებითა და სწორი აზროვნებით აღწევდა.  თამაში „ჭადრაკის“ სახელითაა ცნობილი. მას მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში  ბევრი მიმდევარიც აღმოაჩნდა.  ჭადრაკმაც ჩვეულებრივი თამაშიდან კარგა ხანია,  მსოფლიო  პოლიტიკური  ასპარეზის სფეროში გადაინაცვლა.  ჭადრაკის ამ  „პოლიტიკურ დაფაზეც“  არაერთი წელია, არაერთი ქვეყნის (მათ შორის, საქართველოს) ბედიც წყდება!  ჭადრაკის თამაშისას მნიშვნელოვანი ფიგურების – მეფის, დედოფლისა და პაიკის მიუხედავად, მაყურებელი მხოლოდ იმას ხედავს, რა სვლებიც საჭადრაკო დაფაზე მოთამაშის მიერ კეთდება, თამაშსა და  ფიგურების იმ გადაადგილებას, რაც მოთამაშის თავში იხარშება!  „თამაშის მაყურებელმაც“ – ხალხმაც,  არასდროს იცის, რას ფიქრობს და თამაშის რა სტრატეგიული გეგმები აქვს დასახული „მოთამაშეს“! ხალხი და ქვეყნები კი  ამ „საჭადრაკო დაფის“ პაიკები  ხდებიან.

არნო ხიდირბეგიშვილი: “შესანიშნავი ქართველის თავგადასავალი“ (ველოდრამა)

E-mail Print

gruzin-mtრატომ გადარჩა ველოკატასტროფაში მშიშარა სააკიანი, გაბედული ტერ-პეტროსიანისგან განსხვავებით? რით ჰგავს და რით განსხვავდება ერთმანეთისგან ეს ორი, საქართველოს ფარგლებს გარეთაც ცნობილი ადამიანი? იმისათვის, რომ ამ შეკითხვებს ვუპასუხოთ, დასაწყისისთვის - მცირეოდენი ისტორია.

ცნობილი რევოლუციონერი სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანი (პარტიული მეტსახელი კამო) 1922 წლის 13 ივლისს, საღამოს 11 საათზე, ტფილისში, სამსახურიდან (ფინსახკომიდან) ველოსიპედით ეშვებოდა ვერის დაღმართზე, როცა იმ დროს ქალაქში არსებული სამი ავტომობილიდან ერთ-ერთს დაეჯახა... ქალა-ტვინის მძიმე ტრავმით, უგონო მდგომარეობაში იგი უახლოეს - მიხეილის საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც რამდენიმე საათის შემდეგ, 1922 წლის 14 ივლისს გარდაიცვალა.

ბიძინა ივანიშვილი: “ტალიავინის განცხადებაშიც და საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაშიც დაფიქსირებულია, რომ საომარი მოქმედებები ქართულმა მხარემ დაიწყო“

E-mail Print

1-aktu-1-BIZსაქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. მკითხველს შევახსენებთ, რომ 2011 წლის 1 ნოემბერს გაიმართა ბიძინა ივანიშვილის პირველი პრესკონფერენცია, რომელიც, პრაქტიკულად, ოლიგარქის პოლიტიკაში მოსვლის პრეზენტაციად იქცა. საქინფორმის აკრედიტებულმა ჟურნალისტებმა და ფოტოკორესპონდენტმა მაშინ ონლაინ რეჟიმში შესთავაზეს მკითხველს დაწვრილებითი რეპორტაჟი მთაწმინდაზე ივანიშვილის სასახლეში (ე.წ. ბიზნესცენტრში) ჩატარებული პრესკონფერენციიდან.

გვერდი 3 of 21