საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. შინაგა საქმეთა მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილსმიმართვა
ბატონო ირაკლი, არაერთგზის გამომიხატავს ჩემი აღშფოთება იმის თაობაზე, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში მძვინვარებს ე.წ. შავი ფიარისა და ცილისწამების დაუსრულებელი კამპანია. „უხილავი ხელი“ მიზანმიმართულად ეწევა ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეებისა, თუ რიგითი ადამიანების დისკრედიტაციას. ბოლო თვეების განმავლობაში საჯაროდ არაერთხელ აღმინიშნავს, რომ მედია-კავშირ „ობიექტივს“ და პირადად მე, ასევე, ჩვენი გუნდის წევრებს: სოსო მანჯავიძეს, დავით თარხან-მოურავს , თუ სხვებს მუდმივად გავადანაშაულებდნენ და ბრალს გვდებდნენ სხვადასხვა აბსურდულ ქმედებებში, რაც , ცხადია, რომ ჩვენ არ ჩაგვიდენია. ხშირად ისეთ თემებს „გვაკერებდნენ“, რომელთა შესახებ არც კი გვსმენია. „უხილავი ხელი“ ცდილობდა ჩვენს დაპირისპირებას პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან, ექსპერტებთან და საერთოდ, მთელ საზოგადოებასთან. რა თქმა უნდა, შავი ფიარი და მისი მთავარი კომპონენტი- ცილისწამება არა მარტო ჩვენს მიმართ წარმოებდა. ამ კამპანიამ მთელი ქვეყანა მოიცვა. ძნელია, დაასახელო პოლიტიკოსი, თუ საზოგადო მოღვაწე, რომელსაც ერთხელ მაინც არ სწამეს ცილი. სიმართლე გითხრათ, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც „ობიექტივის“ ხელმძღვანელის პოსტი დავტოვე, სწორედ ეს დაუსრულებელი „შტურმი“ იყო, რომელიც უკვე ტელევიზიას აზიანებდა.


ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პრიორიტეტად გამოცხადებული შელახული ადამიანის უფლებების აღდგენა ჯერ-ჯერობით ყველა მიმართულებით ისევ საოცნებოა.
2013 წლის 29 აპრილს მხოლოდ საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო საქინფორმმა გააკეთა პროგნოზი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი
საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. გუშინ, 2013 წლის 9 მაისს, „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ „საქართველო-აზერბაიჯანის ეროვნული კონგრესისა“ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტისა და გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის გეიდარ ალიევის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომლის თემაც იყო „ალიევი და საქართველო“.
საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. კონსტრუქციული მრავალი პოლარულობა გეოპოლიტიკური პარადიგმების ქაოსური ცვლილების წინაამღდეგ - ამ და სხვა მრავალი საკითხის შესახებ ისაუბრა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნურსულტან ნაზარბაევმა ქ. ასტანაში ევრაზიის მე–11 ფორუმის გახსნის ცერემონიაზე, პოლიტიკოსების, მასმედიის წარმომაგენლების და მოწვეული ექსპერტების, 46 ქვეყნიდან მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე გამოსვლის დროს.
საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. „მიმდინარე წლის 7 მაისს, ლარსის გამშვებ პუნქტზე, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში, დაგეგმილი იყო დიდი სამამულო ომის ოსი და ქართველი ვეტერანების საზეიმო შეხვედრა, რომელიც ევრაზიის ინსტიტუტმა შეათანხმა ქართველ ვეტერანებთან, რუსული მხარის თხოვნით. საქართველოს ომის და შრომის ვეტერანთა კავშირმა დიდი სურვილი გამოთქვა ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.
საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. საქართველოშო მიმდინარე მოვლენების შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე მოსკოვიდან გვესაუბრება.
საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. 2013 წლის 25-26 აპრილს ქალაქ ვოლგოგრადში გაიმართა მესამე საერთაშორისო ისტორიულ-კულტურული ფორუმი „ერთობით მოპოვებული უდიდესი გამარჯვება: კავკასიელი ხალხები სტალინგრადისთვის ბრძოლაში“.
საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. “მიხარია, რომ მთელი 9 წლის განმავლობაში ვიმუშავე იმ ადამიანებთან ერთად, რომლებმაც კარგად იციან ერთგულების ფასი... მიხარია, რომ მოვახერხე ჟურნალისტთა იმ გუნდის შექმნა, რომელიც გამოირჩევა მაღალი კვალიფიკაციითა და პროფესიონალიზმით... მიხარია, რომ "ობიექტივი" იყო და მომავალშიც დარჩება გუნდად და არა ორკესტრად, სადაც ყველა თავისთვის უკრავს... მიხარია, რომ საზოგადოებას შევთავაზეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მოდელი, რომლის ფარგლებშიც არც სატელეფონო ზარი იბლოკებოდა და არც რესპონდენტი, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ მოდელისთვის საზოგადოების ნაწილი მზად არ აღმოჩნდა. "ობიექტივის" ღია ეთერს სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები (ბოლო თვეების მანძილზე) ერთმანეთის წინააღმდეგ იყენებდნენ, ქმნიდნენ სპეციალურ "დანაყოფებს", რომლებიც პრაქტიკულად გადაცემებს შლიდნენ...
საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. გთავაზობთ სკანდალურ ინტერვიუს არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალები მშვიდობისათვის" ხელმძღვანელთან ლალი ანთიასთან.
საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. საქინფორმის რედაქციამ მიიღო რუსეთის ჯავახკის დიასპორის მიმართვა საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებს: