საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ, 27 თებერვალს, დილით, საპატრიარქო რეზიდენციაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ „როსპოტრებნადზორის“ წარმომადგენლები მიიღო. პატრიარქმა კმაყოფილება გამოთქვა რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლის დაბრუნების გამო და აღნიშნა, რომ ეს გარემოება რუსეთ-საქართველოს რთული ურთიერთობების ნორმალიზებაში თავის წვლილს შეიტანს.
პატრიარქი რუს ექსპერტებს შეხვდა
საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ, 27 თებერვალს, დილით, საპატრიარქო რეზიდენციაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ „როსპოტრებნადზორის“ წარმომადგენლები მიიღო. პატრიარქმა კმაყოფილება გამოთქვა რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლის დაბრუნების გამო და აღნიშნა, რომ ეს გარემოება რუსეთ-საქართველოს რთული ურთიერთობების ნორმალიზებაში თავის წვლილს შეიტანს.
რა უპასუხა პატრიარქს პუტინმა
საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რომელიც მან გუშინ, 26 თებერვალს, ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, რუსეთის პრეზიდენტს საქართველოს უშიშროების სტრუქტურებში სანდო ადამიანების ხილვა სურს.
ნორლანდი: „პატრიარქს ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა“
საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ, 26 თებერვალს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარემა ილია მეორემ აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და მისი მეუღლე მერი ჰარტნეტი საპატრიარქოში მიიღო.
ილია მეორე – კონფერენციის – „ტრადიციული ფასეულობები და დემოკრატიული თავისუფლებები თანამედროვე სამყაროში“ – მონაწილეებს
საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. მართლმადიდებლური სულიერი ტრადიციების მქონე ქვეყნების პარლამენტარების, საზოგადო და რელიგიური მოღვაწეების თანამშრომლობის განმტკიცების პროგრამის განვითარების მიზნით მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის (МАП) მხარდაჭერის ფარგლებში, ბულგარეთის რესპუბლიკის პარლამენტის და ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიის მხარდაჭერით, მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საზოგადოებრივი ფონდი (МОФЕПН) 2013 წლის 17-20 თებერვალს ქალაქ ვარნაში (ბულგარეთის რესპუბლიკა) ატარებს ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას თემაზე „ტრადიციული ფასეულობები და დემოკრატიული თავისუფლებები თანამედროვე სამყაროში“.
პატრიარქმა დაცვის პოლიციის თანამშრომლები დალოცა
საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. სამების საკათედრო ტაძარში გამართულ საკვირაო წირვაზე ლოცვისა და ქადაგების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დალოცა, რომლებიც წირვას ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრნენ.
ილია მეორე: „არ შეგეშინდეთ, რადგან ჩვენთან არს ღმერთი!“
საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. კვირას, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა და აღნიშნა, რომ უსიამოვნება, რომელიც ამ დღეებში პრეზიდენტის გამოსვლის წინ მოხდა, მეტად სამწუხაროა.
ილია მეორე: „საქართველოსა და რუსეთს შორის სიყვარული იქნება სამუდამო“
საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. მოსკოვში ვიზიტით მყოფი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ქართველ მოქანდაკე ზურაბ წერეთელს სახელოსნოში ესტუმრა.
ილია მეორე წმიდა სერგის ლავრას ეწვია
საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე რუსეთში წმიდა სერგის ლავრას ეწვია, სადაც ის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.
ილია მეორე: „ერთმანეთს უნდა მივუტევოთ“
საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. 22 იანვარს სასტუმრო „უკრაინაში“ გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორეს პრესკონფერენცია, რომლის დაწყებამდე მომღერალმა დიანა ღურწკაიამ ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი სიმღერა ქართულად შეასრულა, შემდგომ კი შეკრებილთ საქართველოს პატრიარქის „ავე მარიას“ ჩანაწერი მოასმენინეს.
გვერდი 5 of 17

