22 მაისი 2013

ruflag

გაბაშვილი: „ძალადობაზე მთავარი პასუხისმგებელი იქნება პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი!“

E-mail Print

gokaსაქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. ახლახან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქუთაისში, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე საგანგებო მიმართვა გაავრცელა. “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გოკა გაბაშვილის განცხადებით, პრემიერმა ივანიშვილმა, მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკავების გარდა, მიიღო კიდევ ერთი გადაწყვეტილება - მერაბიშვილი-ჭიაბერაშვილის სასამართლო  მორიგი ძალადობის ორგანიზებისათვის გამოიყენოს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ექსპერტებს შეხვდა

E-mail Print

eks-mtსაქინფორმი, 22 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მორიგი შეხვედრა ექსპერტებთან  გუშინ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ისაუბრეს, აგრეთვე, ბუნებრივი კატასტროფების პრევენციისა და თანამდებობრივი ამნისტიის მოსალოდნელი გამოწვევების თემებზე. შეხვედრაში სხვადასხვა საკითხზე მომუშავე ქართველი ექსპერტები მონაწილეობდნენ.

თომას ჰამარბერგი: „17 მაისის მოვლენებში გამარჯვებული არავინ დარჩა“

E-mail Print

hamerbergi-pressსაქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა საქართველოში თომას ჰამარბერგმა 17 მაისის მოვლენები შეაფასა და  განაცხადა, რომ გულდასაწყვეტია მშვიდობიანი დემონსტრაციის დაშლა მეორე ჯგუფის მიერ, რადგან ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. ამასთან, მან გამოთქვა იმედი, რომ 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება ეფექტიანი იქნება.

ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

E-mail Print

Rariba-ilhamსაქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. შსს-ს მიერ გავრცელებული ცნობით, საქართველოს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით  იმყოფება აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, სადაც იგი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევ შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს სამართალდაცვით სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებზე.

პრემიერი ივანიშვილი ბრაზილიელ ბიზნესმენებს შეხვდა

E-mail Print

brazilielebi-mtსაქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გუშინ ბრაზილიის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა საქართველო-ბრაზილიის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები იყო. ცოტა მოგვიანებით ბრაზილიელი ბიზნესმენები საქართველოს საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

brazilielebi-2


სააკაშვილი: „აფხაზეთის და ცხინვალის აღიარების თაობაზე რუსეთის მცდელობა ბლოკირებული გვაქვს“

E-mail Print

vanuatuსაქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განცხადებით, რომელიც მან ვანუატუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილების გაუქმების კომენტირებისას გააკეთა, ჩვენ, პრაქტიკულად, სასწაული შევძელით და აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე რუსეთის მცდელობა ბლოკირებული გვაქვს.

„სამართლიანობა უნდა აღდგეს, რეჟიმი უნდა გასამართლდეს!“ – თბილისში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა დაფუძნდა

E-mail Print

analit-rejim-mtსაქართველო,  20 მაისი, საქინფორმი. 2013 წლის 19 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ორგანიზებით თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ ყრილობაზე ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა დაფუძნდა, რომლის დევიზია „სამართლიანობა უნდა აღდგეს, რეჟიმი უნდა გასამართლდეს!“.

მოძრაობის მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაჩქარება, წინა ხელისუფლების დამნაშავე წარმომადგენლების გასამართლება და ამ მიზნით რამდენიმე კომისიის შექმნა.

პრემიერი ივანიშვილი: „თქვენ ხშირად ჩვენს უსაფრთხოებას საკუთარი სიცოცხლის უსაფრთხოების ფასად იცავთ, ამისი კარგი მაგალითია 17-ში თბილისში განვითარებული მოვლენები“

E-mail Print

polit-2-Rariba-mtსაქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. გუშინ, 19 მაისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერს სამინისტროს მნიშვნელოვანი ტექნიკური და ინოვაციური სიახლეები გააცნო.

გამოკითხვამ ევროპაში ჰომოფობიის მაღალი დონე გამოავლინა

E-mail Print

evropa-lgbtსაქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. ადამიანის უფლებათა ევროპული სააგენტოს მონაცემებით, ევროკავშირის ტერიტორიაზე მცხოვრები გეების მეოთხედმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თავდასხმა განიცადა ან ანგარიშსწორების მუქარა მიიღო, - იუწყება გაზეთი “ვზგლიადი“.

გვერდი 1 of 95