19 ივნისი 2013

ruflag

მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი დააკავეს

E-mail Print

vano-zuraსაქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა, - ამის შესახებ იმერეთის სამხარეო პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საოლქო პროკურორმა ილია ჯალაღანიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, საქართველოს მთავარი პროკურატურა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით კომპლექსურ ღონისძიებებს ორ ეპიზოდთან დაკავშირებით აწარმოებდა.

17 მაისის აქციაზე მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებულ პირებს ბრალი წარუდგინეს

E-mail Print

daakavesss-2საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. 17 მაისის აქციაზე მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებულ ოთხ პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. დაკავებულების ადმინისტრაციული საქმის განხილვა, სავარაუდოდ, დღეს მოხდება. სასამართლო პროცესზე დასასწრებად თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციის სხვა მონაწილეები და პოლიტიკოსები არიან შეკრებილი.

დააკავეს ბათუმის მერიის თანამშრომლები

E-mail Print

batumi-meriaსაქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სახელმწიფო თანხების მითვისება-გაფლანგვისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დააკავეს ქალაქ ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები: ტარიელ მახარაძე, ნოდარ მამულაძე და რამაზ დევაძე, ასევე შპს „ლინდეკ ჯორჯიას“ წარმომადგენლები: მამუკა ნაცვლიშვილი, მალხაზ კოხრეიძე და თემურ გუნია.

მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს

E-mail Print

merab-Ciaberსაქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეს დაკითხვაზე არიან დაბარებული.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, ისინი იმერეთის სამხარეო პროკურატურაში სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დაიბარეს. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მან და ვანო მერაბიშვილმა თებერვალში ყველა კითხვას უკვე გასცეს სრულყოფილი პასუხი.

ბესელია: „არა მგონია, სასულიერო პირების დაკავების მოწოდება სწორი იყოს“

E-mail Print

Eka-Beseliaსაქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია განცხადებით, რომელიც მოქალაქეთა ჯგუფის მიერ პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიწერილ წერილს ეხმაურება, 17 მაისს განვითარებულ მოვლენებზე გამოძიება მიმდინარეობს და თუ გამოიკვეთება, რომ კანონი დაირღვა, მის წინაშე ყველა თანაბარი იქნება.

“არა - ერთსქესიან ქორწინებებს, ჰომოსექსუალიზმსა და ყოველგვარ სექსუალურ გარყვნილებას საქართველოში!“

E-mail Print

samart-2-monatrebaსაქართველო, 20 მაისი, საქინფორმი.
რუსეთის ჯავახკის დიასპორის მიმართვა საქართველოს მოსახლეობას:
"ძვირფასო თანამემამულენო! აგერ უკვე რამდენიმე წელია, რაც ჩვენს საყვარელ საქართველოში მიმდინარეობს ღია იდეოლოგიური ოკუპაცია ევროპისა და აშშ-ს მხრიდან, რომლებიც უხეშად ნერგავენ და თავს გვახვევენ ზოგიერთ მიუღებელ ეგრეთ წოდებულ ევროპულ ფასეულობას. საერთო-სახალხო უარყოფამ და აღშფოთებამ 17 მაისს აჩვენა, რომ ქართველი ხალხი მტკიცედ დგას თავისი ეროვნული ტრადიციების სადარაჯოზე, სადაც მთავარია ისეთი ფასეულობები, როგორც ღირსება, სირცხვილი და სინდისი.

საპატრიარქოს ტელევიზია მაუწყებლობას წყვეტს?!

E-mail Print
samartali-1-televiziaსაქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება", სავარაუდოდ, დღეიდან 25-ე დეციმეტრულ არხზე მაუწყებლობას შეწყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საპატრიარქოს ტელევიზია ავრცელებს.
ტელეკომპანია "ევრიკამ", რომლის სიხშირეზეც საპატრიარქოს ტელევიზია 4 წლის განმავლობაში მაუწყებლობდა, ა.წ. 1 მაისს ტელეკომპანია "ერთსულოვნებას" ხელშეკრულება შეუწყვიტა.

ბოკერია: „სიძულვილით აღსავსე მოძალადეები არიან საქართველოს მტრები და დამნაშავეები!“

E-mail Print

bokeria-gabaSსაქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. საპარლამენტო უმცირესობის წევრები დღევანდელ აქციებს გამოეხმაურნენ.

ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, აქციაზე მომხდარი ინციდენტი ტოტალური სიბნელის გამოვლინება იყო. მისივე თქმით, ლინჩის წესით გასამართლების პოლიტიკის ნაწილად ქცევა მთავრობამ წაახალისა.

სახალხო დამცველი მისი დაცვის მიზნით პოლიციელებმა ინციდენტის ადგილიდან გაიყვანეს

E-mail Print

nanuaS-mtსაქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, რომელიც ფილარმონიასთან მდებარე სუპერმარკეტ "პოპულის" მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებთან მივიდა, აქტივისტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და მათი დაშოშმინება სცადა, თუმცა სიტუაცია უფრო გამწვავდა, რადგან აქციის მონაწილენი ითხოვდნენ პასუხს კითხვაზე, რატომ მიეცათ სექსუალური უმცირესობის მხარდამჭერებს აქციის გამართვის უფლება.

გვერდი 8 of 101