23 მაისი 2013

ruflag

გაბაიძე: „ვაფრთხილებ ყველა ელჩს, რომ მათი ელჩობა დღეს დანაშაულია და ხვალ შეიძლება დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვალოს!“

E-mail Print

gabaiZeeსაქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის ადვოკატ გოგიტა გაბაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებისათვის წარდგენილი ბრალდებები აბსურდულია. ამასთან, სასაცილო და კურიოზულია მოტივიც, რომლითაც ექს-პრემიერი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დააკავეს.

მერაბიშვილის სახლიდან 54 000 ევრო, 33 000 დოლარი და 29 000 ლარი ამოიღეს

E-mail Print

Cxrekaსაქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, გუშინ მთავარმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი და ჯანდაცვის ექს-მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა.

გუშინვე დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში - პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინაში, რომელიც მომღერალ ნინო ჩხეიძეს ეკუთვნის და სადაც მერაბიშვილი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, ასევე შინდისში, ჭიაბერაშვილის სახლში, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩხრეკა.

მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდება

E-mail Print

vano-merabishviliსაქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, გუშინ საქართველოს ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი და ჯანდაცვის ექს-მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს.

მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი დააკავეს

E-mail Print

vano-zuraსაქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა, - ამის შესახებ იმერეთის სამხარეო პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საოლქო პროკურორმა ილია ჯალაღანიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, საქართველოს მთავარი პროკურატურა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით კომპლექსურ ღონისძიებებს ორ ეპიზოდთან დაკავშირებით აწარმოებდა.

17 მაისის აქციაზე მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებულ პირებს ბრალი წარუდგინეს

E-mail Print

daakavesss-2საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. 17 მაისის აქციაზე მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებულ ოთხ პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. დაკავებულების ადმინისტრაციული საქმის განხილვა, სავარაუდოდ, დღეს მოხდება. სასამართლო პროცესზე დასასწრებად თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციის სხვა მონაწილეები და პოლიტიკოსები არიან შეკრებილი.

დააკავეს ბათუმის მერიის თანამშრომლები

E-mail Print

batumi-meriaსაქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სახელმწიფო თანხების მითვისება-გაფლანგვისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დააკავეს ქალაქ ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები: ტარიელ მახარაძე, ნოდარ მამულაძე და რამაზ დევაძე, ასევე შპს „ლინდეკ ჯორჯიას“ წარმომადგენლები: მამუკა ნაცვლიშვილი, მალხაზ კოხრეიძე და თემურ გუნია.

მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს

E-mail Print

merab-Ciaberსაქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეს დაკითხვაზე არიან დაბარებული.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, ისინი იმერეთის სამხარეო პროკურატურაში სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დაიბარეს. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მან და ვანო მერაბიშვილმა თებერვალში ყველა კითხვას უკვე გასცეს სრულყოფილი პასუხი.

ბესელია: „არა მგონია, სასულიერო პირების დაკავების მოწოდება სწორი იყოს“

E-mail Print

Eka-Beseliaსაქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია განცხადებით, რომელიც მოქალაქეთა ჯგუფის მიერ პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიწერილ წერილს ეხმაურება, 17 მაისს განვითარებულ მოვლენებზე გამოძიება მიმდინარეობს და თუ გამოიკვეთება, რომ კანონი დაირღვა, მის წინაშე ყველა თანაბარი იქნება.

“არა - ერთსქესიან ქორწინებებს, ჰომოსექსუალიზმსა და ყოველგვარ სექსუალურ გარყვნილებას საქართველოში!“

E-mail Print

samart-2-monatrebaსაქართველო, 20 მაისი, საქინფორმი.
რუსეთის ჯავახკის დიასპორის მიმართვა საქართველოს მოსახლეობას:
"ძვირფასო თანამემამულენო! აგერ უკვე რამდენიმე წელია, რაც ჩვენს საყვარელ საქართველოში მიმდინარეობს ღია იდეოლოგიური ოკუპაცია ევროპისა და აშშ-ს მხრიდან, რომლებიც უხეშად ნერგავენ და თავს გვახვევენ ზოგიერთ მიუღებელ ეგრეთ წოდებულ ევროპულ ფასეულობას. საერთო-სახალხო უარყოფამ და აღშფოთებამ 17 მაისს აჩვენა, რომ ქართველი ხალხი მტკიცედ დგას თავისი ეროვნული ტრადიციების სადარაჯოზე, სადაც მთავარია ისეთი ფასეულობები, როგორც ღირსება, სირცხვილი და სინდისი.

გვერდი 1 of 94