29 მარტი 2015

ruflag

არნო ხიდირბეგიშვილი: „ბრძოლა გენდერული თანასწორობისთვის თუ მთავრობის, ოჯახის ინსტიტუტისა და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ? სააკაშვილმა და მარგველაშვილმა ღარიბაშვილისა და ივანიშვილის წინააღმდეგ პიარ-კამპანია შეუკვეთეს!“

E-mail Print

1-ARN-saz-1-red„საქართველოში ქმრები კლავენ ცოლებს, საქართველოში გენდერული უთანასწორობაა!“ - რატომაა, რომ სიკვდილით დასრულებული ძალადობის ფაქტები, რომლებსაც მართლაც ჰქონდა ადგილი საქართველოში ბოლო ხანს, მაშინვე მოხვდა მსოფლიო საზოგადოებრის ყურადღების ცენტრში, ებოლასა და “იგილ“-ის მსგავსად? ვისთვისაა ხელსაყრელი, რომ საქართველო, სადაც მამაკაცის რაინდობა და გალანტურობა ქალთან მიმართებაში ჯერ კიდევ რუსთაველის ხანიდან მოყოლებული, ლეგენდად იქცა, დღეს აღიქმება, როგორც ველური აზიური ქვეყანა, სადაც მამაკაცები - აღმოსავლელი სასტიკი ტირანები, ხოლო ქალები - დაბეჩავებული, ხმის უფლებაწართმეული მონები არიან? განა საქართველოში ქალის კულტი არაა, განა ქართველები ნებისმიერ ქალს ქალბატონს არ უწოდებენ, განა ქართველები დღემდე დედას არ იფიცებენ?

ჟურნალისტზე თავდამსხმელი დამნაშავე დაკავებულია - იგი მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, თავდაცვის ექსმინისტრი ბაჩანა ახალაიას თანამშრომელი და „თავისუფალი ზონის“ წევრი ავთანდილ კემულარია აღმოჩნდა!

E-mail Print

1-Druzhok-red-Mსაქართველოს პოლიციამ ამჯერად ბრწყინვალედ იმუშავა - გუშინ, ამა წლის 23 ოქტომბერს, ზუსტად ერთი დღე-ღამის თავზე მას შემდეგ, რაც საქინფორმმა გაავრცელა ცნობა გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტზე, უფლებათადამცველსა და ყოფილ პოლიტპატიმარ ზაზა დავითაიაზე განმეორებითი თავდასხმის შესახებ,

საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი ეროვნულ უმცირესობებთან მიმართებაში: “ეს არის კატასტროფა! გონს მოეგოს ყველა! 21-ე საუკუნეში ლოცვას გვიკრძალავთ?! ჩვენც ადამიანები, ჩვენც ქართველები ვართ! სად არსებობს ზღვარი მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის?!”

E-mail Print

1-Katastrofa-Mსაქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. ადიგენის რაიონში მცხოვრები მუსლიმები პოლიციის შენობასთან ისევ არიან შეკრებილნი. ისინი პოლიციასთან დაპირისპირების დროს 14 ადამიანის დაკავების ფაქტს აპროტესტებენ და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ, აგრეთვე მასობრივი ფართემასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან, თუ შენობა ისევ მეჩეთად არ გადაკეთდა. მათი თქმით, ადგილობრივები ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან, რომელის მიხედვითაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია სოფელში არსებული მეჩეთის დემონტაჟს ახორციელებს.
"ეს არის კატასტროფა! გონს მოეგოს ყველა შესაბამისი სტრუქტურა, დაწყებული პარლამენტიდან , მთავრობა, პრეზიდენტი, თუ ვინც არის და იგივე ძალოვანები! რას ნიშნავს ადამიანების ცემა იმის გამო , რომ ისტორიულ სამლოცველოს ვერ უბრუნებ მას, რომ ილოცოს ადამიანმა და გინდა რაღაც საკონცერტო კინო კლუბი, თუ რაღაც გააკეთო?!" -აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე სასულიერო პირი.

საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმები გრძელდება - გუშინ ხელმეორედ ცემეს „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, ყოფილ პოლიტპატიმარსა და უფლებათადამცველ ზაზა დავითაიას!

E-mail Print

1-izbit-RED-1საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იტყობინებოდა მსოფლიო მედიისადმი თავის ექსტრენულ მიმართვაში, 2014 წლის 30 სექტემბერს, საღამოს, 19:45 საათზე, 10-12 დამნაშავისგან შემდგარი ბრიგადა, ბულაჩაურისა და იოსებიძის ქუჩების კვეთაზე სასტიკად გაუსწორდა პოპულარული ქართული გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ერთ-ერთ წამყვან ჟურნალისტს, ცნობილ უფლებათადამცველსა და ყოფილ პოლიტპატიმარ ზაზა დავითაიას, რომელიც მძიმე მდგომარეობაში, ტვინის შერყევითა და ჩამტვრეული ნეკნებით, რეანიმობილით გადაიყვანეს ღუდუშაურის საავადმყოფოში. 

პრემიერ-მინისტრის სახლთან დაკავებული ალექსანდრე გეორგაძე მერაბიშვილის დივერსიული ჯგუფის წევრი და სააკაშვილის მეგობარია, რის შესახებაც საქინფორმი უკვე ორი წელია აფრთხილებს ღარიბაშვილსა და ჭიკაიძეს!

E-mail Print

1-Meeting-akt-1-red-2გუშინ, 2014 წლის 19 ოქტომბერს, გვიან საღამოს, „სააკაშვილის ნაცმოძრაობა“& “თავისუფალი ზონა“ იერიშზე გადავიდნენ და, ბაჩანა ახალაიას ადვოკატებსა და ოჯახის წევრებთან, მერაბიშვილის ადვოკატებთან და პარლამენტის წევრ აკაკი მინაშვილთან ერთად გამართეს ბაჩანა ახალაიას მხარდამჭერი აქცია-პროვოკაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან, რაც ნაციონალებსა და აღშფოთებულ გამვლელებს შორის, რომელსაც ისინი შეურაცხყოფას აყენებდნენ, დაპირისპირებაში გადაიზარდა. ასევე, ნაციონალებს მიჰქონდათ შეურაცხყოფის გამომხატვველი პლაკატები ღარიბაშვილისა და ივანიშვილის მისამართით, აწყობდნენ ფეიერვერკებს და გადაკეტეს მოსაშვილის ქუჩა.

არნო ხიდირბეგიშვილი: “მას შემდეგ, რაც „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე გაიზარდა, მათ გამოსავალი არ აქვთ, ვა-ბანკის გარდა! პირწავარდნილ მიშისტებს ლინჩის სასამართლო ელოდება, ეს დღეების საკითხია“

E-mail Print

1-ARN-pool-1-reსაქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი კომენტარს უკეთებს საქართველოში გასული კვირის ყველაზე აქტუალურ თემებს, რომლებიც საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში უახლოეს ხანებში დარჩება - სპეციალურად საინფორმაციო სააგენტოსთვის REX.
-ბატონო არნო, 6 სექტემბერს, ტელეარხ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში თქვენ განაცხადეთ, რომ სააკაშვილი და მისი მომხრეები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებენ. 10 სექტემბერს ეს დაადასტურა საქართველოს შს მინისტრმა ჭიკაიძემ გაზეთ „ალიასთავის“ მიცემულ ინტერვიუში. ამას მოჰყვა თავდასხმა „ასავლა-დასავალის“ ჟურნალიტს დავითაიაზე და მოქალაქე გიორხელიძის გატაცება, რის შემდეგაც პრემიერმა ღარიბაშვილმა „ნაციონალები“ ბოლოჯერ გააფრთხილა, შსს-მ კი გასულ კვირას საქმე აღძრა ექსმმართველი პარტია „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით „შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად“. როგორ მიგაჩნიათ, ყველა ამ პრევენციული ზომის შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე საქართველოში კვლავაც არსებობს?
-საფრთხე კიდევ უფრო გაიზარდა. მას შემდეგ, რაც ეს პირწავარდნილი ნაძირლები ღიად ამხილეს, მათ უბრალოდ სხვა გამოსავალი არ რჩებათ ვა-ბანკის გარდა - იმიტომ, რომ ამ ჯალათებისთვის მარტო პატიმრობა არ კმარა - ძალიან მალე სახალხო მოთმინების ფიალა აივსება და მიშისტებს ლინჩის სასამართლო ელოდება! ეს თვეების კი არა, დღეების საკითხია.

საქინფორმი კვალს მიჰყვება: “ძუ დათვმა მხოლოდ დაანაყრა ბელი თაფლით და დათვები უკან, ტყეში შებრუნდნენ!“

E-mail Print

1-medved-aqt-1-red-1საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. საქინფორმი განაგრძობს იმ საძრახისი ფაქტების კვალზე მიყოლას, რომლებიც გადმოცემულია პუბლიკაციებში „შეაჩერეთ მკვლელი! გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, სოროსელმა ელგუჯა ხოკრიშვილმა „წითელ წიგნში“ შეყვანილი და საქართველოში 200-მდე დარჩენილი მურა დათვის დახოცვის განკარგულება გასცა! (2014 წლის 8 ოქტომბერი) და „უცხოელი მონადირეები გარემოს დაცვის მინისტრ ხოკრიშვილსა და ხელვაჩაურის, ყვარლისა და ქედის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს ათობით ათას დოლარს უხდიან?! (2014 წლის 13 ოქტომბერი).

არნო ხიდირბეგიშვილი: „უსმინეთ ლენინს!“ - მინდა შევახსენო ჯანსუღ ჩარკვიანს, „ვისი ვიოლინო ვის როიალშია“...

E-mail Print

1-Lenin-akt-M2014 წლის 10 ოქტომბერს ინგა გრიგოლიამ თავისი ტელეშოურეაქცია მიუძღვნა მოსკოვში გამართულ თბილისობას, მის ორგანიზატორს - რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტს მიხეილ ხუბუტიას და იმ ქართველ არტისტებს, რომლებიც კონცერტში მონაწილეობის მისაღებად რუსეთის დედაქალაქში ჩაფრინდნენ. გრიგოლიამ ამჯერადაც პირდაპირ ეთერში მოაწყო მორიგი სკანდალური, უფრო მეტიც, უხამსი ტელე-შოუ დედის გინების თანხლებით. დიახ, მან გადაცემაში მიზანმიმართულად მოიწვია ადამიანთა ისეთი კატეგორია, რომ მაყურებლისათვის დაემტკიცებინა - საქართველოში კვლავაც მოსულა რუსეთისა და პუტინის გინება, თუნდაც პირდაპირ ეთერში და თუნდაც უკიდურესად ბინძური და გარყვნილი პირების მიერ; ომ რუსეთი და პუტინი თითქოს ყველა ქართველის წარმოსახვაში - აგრესორი და ოკუპანტია.
უნდა ვაღიაროთ, რომ მხოლოდ ამ ერთი ტელეშოუთი გრიგოლიამ გაცილებით მეტი ზიანი მიაყენა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა დარეგულირებას და გაცილებით მეტი სიკეთე მოუტანა „ნაცმოძრაობას“, ვიდრე სააკაშვილის, ბოკერიასა და „თავისუფალი ზონის“ ერთობლივმა ქმედებამ უკანასკნელი ორი წლის მანძილზე!

ვისთვისაა ხელსაყრელი კახა კალაძის სახელის დაკავშირება თბილისში ელექტროენერგიის მუდმივ გათიშვებთან? - საქინფორმის გენერალური დირექტორი არნო ხიდირბეგიშვილის ღია წერილი სააქციო საზოგადოება „თელასის“ გენერალურ დირექტორ სერგეი კობცევს

E-mail Print

1-kobcov-pol-3-red-Mპატივცემულო სერგეი ნიკოლაის ძევ!
მოგმართავთ საქართველოში პირველი საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელიც თავისი 93-წლიანი ისტორიის განმავლობაშ მუდამ იდგა საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე და რომელიც ლიდერია რუსეთსა და საქართველოში იმ მცირერიცხოვან მედიას შორის, ყოველდღიურად დიდი წვლილი რომ შეაქვს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირების საქმეში. 

საქართველოში მიესალმებიან შესაძლო საკადრო ცვლილებებს საქართველოს მთავრობაში! - საქინფორმის პროგნოზები კვლავ მართლდება

E-mail Print

1Kadr-pol-2-red-1-mt2014 წლის 7 და 11 სექტემბერს საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა, TV „ობიექტივში“, ვალერი კვარაცხელიას საავტორო გადაცემაში „ოქროს კვეთა“, ორჯერ გააკეთა განცხადება, რომ ჯგუფი, თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი ირაკლი ალასანიას ხელმძღვანელობით, რომელშიც მისი მეუღლის ღვიძლი და მაია ფანჯიკიძე (მეტსახელად „ფანჯი ბუ“) და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი (მეტსახელად „ალექს-პეტრიოტი“) შედიან, გარეგნულად თამაშობენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ერთგულებას, სინამდვილეში კი დაკავებული არიან საბოტაჟით საქართველოში სამთავრობო კრიზისის გამოწვევისა და საყოველთაო უკმაყოფილების ტალღაზე პრემიერ-მინისტრის სავარძელში ირაკლი ალასანიას დასმის მიზნით, რომელიც ამ მიზნით ამა წლის ნოემბრის ბოლომდე საქართველოში ნატოს ორი ბაზის გახსნას ჩქარობს!
და აი, 2014 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს ყველა ტელეარხმა დააანონსა საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში, რომლებიც უახლოეს ხანებშია შესაძლებელი, რამაც ქართველი ხალხის დიდი სიხარული გამოიწვია, კერძოდ: 

არნო ხიდირბეგიშვილი: „უცხოელი მონადირეები გარემოს დაცვის მინისტრ ხოკრიშვილსა და ხელვაჩაურის, ყვარლისა და ქედის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს ათობით ათას დოლარს უხდიან?!“

E-mail Print

1datvi-aqt-1-red-1საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი.
საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილის ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს
ბატონო პრემიერ-მინისტრო!
სკანდალურ გარემოებებს, რომელთა შესახებაც გასულ კვირას საქინფორმი წერდა სარედაქციო პუბლიკაციაში შეაჩერეთ მკვლელი! გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, სოროსელმა ელგუჯა ხოკრიშვილმა „წითელ წიგნში“ შეყვანილი და საქართველოში 200-მდე დარჩენილი მურა დათვის დახოცვის განკარგულება გასცა!, მოულოდნელად კრიმინალური გაგრძელება მოჰყვა.
უწინ ჩვენ მიგვაჩნდა, რომ მინისტრი ხოკრიშვილი, რომელმაც ხელმოსაწერად მურა დათვების ლიკვიდაციის შესახებ განკარგულება შემოგაჩეჩათ, - უბრალო მესაბოტაჟე, სააკაშვილის მეგობარი და თანამოაზრეა, რომელიც „თავისუფალ ზონასთან“ ერთად, საგანგებოდ გიკეთებთ შავ პიარს. თუმცა, ახლა გვაქვს ეჭვი, რომ ხოკრიშვილი მსხვილი მექრთამეა, რომელიც ხელვაჩაურის, ყვარლისა და ქედის მუნიციპალიტეტების კორუმპირებულ გამგებლებთან წილშია. კიდევ ვიმეორებ - საქინფორმს აქვს ეს ეჭვი და ჩვენ არ ვაპირებთ ზემოხსენებული ჩინოვნიკების უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, თუმცა, ქვემოჩამოთვლილი ინფორმაცია პროკურატურამ უნდა გააკონტროლოს!

გვერდი 6 of 35