22 მაისი 2013

ruflag

არნო ხიდირბეგიშვილი: საკონტროლო ივანიშვილისთვის, ანუ ქართული პოლიტიკის უკანა ხედი

E-mail Print

arnos-analitika2013 წლის 17 მაისს ლესბოსელებმა, გეებმა. ბისექსუალებმა, ტრანსგენდერებმა (ლგბტ) არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობის მეთაურობით, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში ფლეშმობის ჩატარება მოისურვეს, მაგრამ ისინი მრევლმა (ძირითადად - ახალგაზრდობამ) გარეკა სასულიერო პირების მეთაურობით. აქცია ფართოდ გააშუქეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, მაგრამ სათანადოდ არავინ გააანალიზა მომხდარის მიზეზები და შედეგები საჯარო, და არა კულუარულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელზეც გაიძვერები - ქართველი ექსპერტები ყბედობდნენ.

ვასილიჩი დაბრუნდა! (საქინფორმის საკუთარი კორესპონდენტი გლდანის №8 საპყრობილიდან იუწყება...)

E-mail Print

aqtuak-1-redaqსაქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. სსრკ-ის ყიფილ ქვეყნებში ყველა გადატრიალების მთავარი ტექნოლოგი და პუტინის „ღამის კოშმარი“ ვასილიჩი - საქართველოს პარლამენტის წევრი ნაცუმცირესობიდან გივი თარგამაძე გასულ პარასკევს, 10-დან 11 მაისის ღამით თბილისში ვილნიუსიდან დაბრუნდა, სადაც 3 თვე საერთაშორისო ძებნისაგან თავს აფარებდა (როგორც თვითონ აცხადებს - მას შემდეგ, რაც ინტერპოლმა მასზე ძებნა მოხსნა).

არნო ხიდირბეგიშვილი: “მარგველაშვილის პრეზიდენტობა - საბოლოო დადასტურებაა საქართველოს ჩრდილოატლანტიკური კურსის მემკვიდრეობითობის, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მოწესრიგებასთან შეუთავსებელია“

E-mail Print

1-margv-mt2013 წლის 29 აპრილს მხოლოდ საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო საქინფორმმა გააკეთა პროგნოზი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სწორედ სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით კირვალიძეს გადააყენებდა. პროგნოზი 2 მაისს გამართლდა.

2013 წლის 29 აპრილს მხოლოდ საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო საქინფორმმა გააკეთა პროგნოზი, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილი ვიცე-პრემიერს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი მარგველაშვილს დაასახელებდა. პროგნოზი 11 მაისს გამართლდა, მიუხედავად იმისა, რომ ქართული პოლიტისტებლიშმენტი, მასმედია და საზოგადოება მხოლოდ 7 კანდიდატურას განიხილავდა (კალაძის, ალასანიას, ზურაბიშვილის, ახვლედიანის, ხმალაძის, ბურჭულაძის და თავად ივანიშვილის), რომელთა შორის მარგველაშვილის გვარი საერთოდ არ ფიგურირებდა.

საქინფორმის მეორე პროგნოზიც გამართლდა, მარგველაშვილი - პრეზიდენტობის კანდიდატია!

E-mail Print

1-ARNOსაქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. 2013 წლის 20 აპრილს მარტო საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო საქინფორმმა გააკეთა პროგნოზი, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით კირვალიძეს გაათავისუფლებენ;

არნო ხიდირბეგიშვილი: ჩვეულებრივი ღალატი - როგორ მოიქცეოდა რუსეთი, საქართველოს ამერიკა რომ დასხმოდა თავს?

E-mail Print

1-redak-polit1-arn

ვნების კვირა, აღდგომა, ბრწყინვალე შვიდეული, გამარჯვების დღე... ამ დღეებში ყველაზე ნაკლებად პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე ფიქრი გინდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ქართული ნაციონალური გასართობი სახელად “ფეისბუკი“ ასეთ შესაძლებლობას არ იძლევა (საეჭვოა, გლობალიზაციის კიდევ ერთი “ნაყოფის“ დასახელება შევძლოთ, რომელიც ქართველმა საზოგადოებამ ისევე ხარბად შთანთქა, როგორც ეს სოციალური ქსელი!). გასულ შაბათს იერუსალიმის მაცხოვრის წმიდა საფლავის ტაძარში წმინდა ცეცხლის გადმოსვლით გამოწვეული სიხარულიც კი გაფერმკრთალდა მორიგი სკანდალური ფარული ვიდეოჩანაწერების, სახელისუფლებო ინტრიგებისა და ოპოზიციაში კინკლაობის შესახებ ჭორების წინაშე.

არნო ხიდირბეგიშვილი: “ჯანსუღ ჩარკვიანი თავს იმართლებს, ანუ როდესაც ბოდიში დანაშაულზე უარესია...“

E-mail Print

obS-redakt-a-1ერთხელ მრისხანე დამპყრობელმა თემურმა მოლა ნასრედინს ჰკითხა:

- მოლა, რას ნიშნავს - ბოდიში დანაშაულზე უარესია?

- ეს სპარსული სიტყვებია და მათი აზრი ასეთია: ზოგჯერ ბოდიშის მოხდა უარესია, ვიდრე შეცდომის ჩადენა - უპასუხა მოლამ, მაგრამ თემური ვერ მიხვდა.

- დავუშვათ, რომელიმე ადამიანმა რაღაც წინდაუხედაობა ჩაიდინა, მერე კი ბოდიშის მოსახდელად მივიდა, მაგრამ მისი მობოდიშება მის დანაშაულზე უარესი აღმოჩნდა.

რამდენს არ ეცადა მოლა, მაინც ვერ შეძლო, აეხსნა თემურისთვის ამ სიტყვების მნიშვნელობა. ბოლოს თემური გაბრაზდა და თქვა:

არნო ხიდირბეგიშვილი: “ანჟელიკა და მეფე“ - დამნაშავეთა რებრედინგი შეუძლებელია ისევე, როგორც მათთან კოჰაბიტაცია!

E-mail Print

1-ARNO-GEOაუცილებელი არ არის, ფსიქოანალიზის ჩვევებს ფლობდე, რომ “ნაცმოძრაობის“ 10 სტრატეგიული შეცდომა ჩამოთვალო 2013 წლის 19 აპრილის უბადრუკ შოუზე, საქართველოს ეყროპული (უკვე მარტო ევროპული, და არა ევროატლანტიკური!) კურსის უალტერნატივობის მხარდასაჭერ აქციად რომ ცდილობდნენ ქართველი ხალხისთვის შესაღებას. “ნაციონალებისთვის“ ყველაზე უარყოფითს ისინი საგანგებოდ თვითონვე შეეხნენ, რათა საკუთარი უშიშრობის და უდანაშაულობის - ერგო, მათი მისამართით ბრალდებების უსაფუძვლობის დემონსტრირება მოეხდინათ!

შეცდომა №1 არ შეიძლებოდა, “ნაცებს“ მიტინგი მათ მიერვე შიშველ კედლებამდე გაძარცული პარლამენტის წინ ჩაეტარებინათ - 2007 წლის 7 ნოემბრის და 2011 წლის 26 მაისის მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევის დროს მოქალაქეთა სისხლით შეღებილ რუსთაველის გამზირზე;

"ქართველი ხარ? - არ მოხვიდე ცხრამეტში! სომეხი ხარ? – კი ბატონო, მობრძანდი!"

E-mail Print

charkvianiსაქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. დღეს ექს-მმართველი ძალა “ნაცმოძრაობა“, პირველად 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ძალების დათვალიერებას აწყობს - მასშტაბურ (როგორც ნაციონალები იმედოვნებენ) აქციას აწყობს თბილისში რუსთაველის გამზირზე, რომელიც საქართველოსთვის დიდი ხანია თხემ ადგილად გადაიქცა.

საიდუმლო არავისთვის არის, რომ ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა უკიდურესად უარყოფითად არის განწყობილი როგორც დღევანდელი აქციის, ისე ბოლო 9 წლის მანძილზე მმართველი პარტიისა და მისი ლიდერების - პრეზიდენტ სააკაშვილისა და გენმდივან მერაბიშვილის მიმართ, რადგან სწორედ ისინი, ზუსტად ამ ადგილზე, სისხლით შლიდნენ მასობრივ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს 26 მაისს და 7 ნოემბერს, ხოცავდნენ სხვაგვარად მოაზროვნეებს, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ პატიმრებს, მათ შორის - ბავშვებს.

არნო ხიდირბეგიშვილი: "სააკაშვილი - გიჟია!"

E-mail Print

analitika-red-gizhiსაქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. მე - გიჟი არ ვარ! - სამჯერ გაიმეორა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 2013 წლის 16 აპრილს, ტელეარხ “რუსთავი 2“-ის თოქშოუ “პოზიციის“ პირდაპირ ეთერში.

არნო ხიდირბეგიშვილი: “შესანიშნავი ქართველის თავგადასავალი“ (ველოდრამა)

E-mail Print

gruzin-mtრატომ გადარჩა ველოკატასტროფაში მშიშარა სააკიანი, გაბედული ტერ-პეტროსიანისგან განსხვავებით? რით ჰგავს და რით განსხვავდება ერთმანეთისგან ეს ორი, საქართველოს ფარგლებს გარეთაც ცნობილი ადამიანი? იმისათვის, რომ ამ შეკითხვებს ვუპასუხოთ, დასაწყისისთვის - მცირეოდენი ისტორია.

ცნობილი რევოლუციონერი სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანი (პარტიული მეტსახელი კამო) 1922 წლის 13 ივლისს, საღამოს 11 საათზე, ტფილისში, სამსახურიდან (ფინსახკომიდან) ველოსიპედით ეშვებოდა ვერის დაღმართზე, როცა იმ დროს ქალაქში არსებული სამი ავტომობილიდან ერთ-ერთს დაეჯახა... ქალა-ტვინის მძიმე ტრავმით, უგონო მდგომარეობაში იგი უახლოეს - მიხეილის საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც რამდენიმე საათის შემდეგ, 1922 წლის 14 ივლისს გარდაიცვალა.

საქინფორმის განცხადება: „ეს პრემიერი ივანიშვილის პრესსამსახურს უნდა გაეკეთებინა, და არა საქინფორმს!“

E-mail Print

saq-geoსაქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. დღეს საქინფორმი საგანგებოდ, განმეორებით და დეტალურად აქვეყნებს ბიძინა ივანიშვილის პირველი და ბოლო პრესკონფერენციების ფრანგმენტებს, რომლებიც, შესაბამისად, 2011 წლის 1 ნოემბერს და 2013 წლის 10 აპრილს გაიმართა, აგრეთვე ბოლო პრესკონფერენციის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც სოციალურ ქსელ Facebook-ში მის ოფიციალურ გვერდზე “Bidzina Ivanishvili official“ 2013 წლის 12 აპრილს გავრცელდა.

გვერდი 1 of 6