20 მაისი 2013

ruflag

უძველესი ტაძარი ინგრევა

E-mail Print

lagodexiლაგოდეხის ნაკრძალში VIII-IX საუკუნეების ტაძარი ინგრევა. ინფორმაციას ამის შესახებ ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი ბესო კვირიკაშვილი ავრცელებს.

„აქ ადრე კახეთის მეფეთა რეზიდენცია იყო. ამჟამად ტაძარს კედლები ჩამონგრეული აქვს და რესტავრაციას საჭიროებს.

შემორჩენილია ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლები. ტაძარი ოქტომბერში ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმაც შეისწავლეს. ადგილობრiვი გამგეობაც საქმის კურსშია,“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ტაძრის რესტავრაცია დროულად თუ არ მოხდება, მალე იგი მთლიანად ჩამოინგრევა.

.

This content has been locked. You can no longer post any comment.