20 მაისი 2013

ruflag

ვერა ქობალიამ ურუზმაგ ქარქუსოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა

E-mail Print

1234საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ურუზმაგ ქარქუსოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქარქუსოვი თანამდებობიდან მინისტრის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა. ურუზმაგ ქარქუსოვის გათავისუფლების მიზეზებს შორის „ქართული ენის არცოდნას“ და ოპოზიციურ პარტიაში მოღვაწეობას ასახელებენ.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერ ქობალიამ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ორი მოდგილე - ზურაბ ალავიძე და გრიგოლ გობეჯიშვილი გაათავისუფლა. მათ ნაცვლად კი დავით გიორგაძე და არჩილ კეკელია დაინიშნენ. მოგვიანებით სულხან სისაური თამარ ჭელიძემ ჩაანაცვლა. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ურუზმაგ ქარქუსოვის შემცვლელის ძებნა საჭირო არ არის, რადგან მინისტრ ქობალიას ამიერიდან მხოლოდ 4 მოდგილე ეყოლება. ცნობისთვის, ურუზმაგ ქარქუსოვი ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2007 წლიდან იკავებდა.

.

This content has been locked. You can no longer post any comment.