22 მაისი 2013

ruflag

გილაური ებრაელი ბიზნესმენების ადვოკატის ინფორმაციას არ ადასტურებს

E-mail Print

gilauri-ebraeli-biznesmenebiსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დაკავებული ებრაელი ბიზნესმენების ადვოკატის ინფორმაციას არ ადასტურებს. ინფორმაცია, რომ რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი საქართველოში პირადად ნიკა გილაურის მოწვევით ჩამოვიდნენ, მათმა ადვოკატმა გაავრცელა. "მათი ადვოკატები კიდევ ბევრ რამეს იტყვიან. ამაზე ყველა კომენტარი უკვე გაკეთდა", - აღნიშნა გილაურმა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომხდართან დაკავშირებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ისრაელის პრეზიდენტმა, შიმონ პერესმა დაურეკა. ებრაელი ბიზნესმენები საქართველოში რამდენიმე მილიონი ინვესტიციის განსახორციელებლად 1991 წელს ჩამოვიდნენ. რონი ფუქსმა მაშინდელი მთავრობისგან საქართველოში არსებული მილსადენების სრული მენეჯმენტი მოითხოვა. ერთ წელიწადში „ტრამექსმა“ ეს უფლება მიიღო. 1996 წელს, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოში BP შემოვიდა, საქართველოს ხელისუფლებამ „ტრამექსთან“ ხელშეკრულება გაწყვიტა. ამის გამო კომპანიის მეწილეებმა საქართველოს ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლეს. 2010 წლის თებერვალში კი სასამართლომ საქართველოს 97 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა „ტრამექსის“ სასარგებლოდ. საქართველოს მთავრობამ ამ თანხის გადახდისგან თავის არიდების მიზნით ბიზნესმენებთან მოლაპარაკებები დაიწყო. რონი ფუქსი პრემიერმა გილაურმა საქართველოში მოსალაპარაკებლად ოფიციალურად მოიწვია. ახლა კი მას ბრალს სდებენ, რომ შეთანხმებული 72 მილიონიდან 7 მილიონი ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ქრთამად შესთავაზა.

.

This content has been locked. You can no longer post any comment.