23 მაისი 2013

ruflag

შიმონ პერესი მიხეილ სააკაშვილს დაკავებულ ბიზნესმენებზე ესაუბრა

E-mail Print

shimon-peresისრაელის გამოცემა „ჰაარეცს“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ  ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი ტელეფონით ესაუბრა მიხეილ სააკაშვილს, რათა გაერკვია საქართველოში დაპატიმრებული ისრაელის ორი მოქალაქის, ბიზნესმენების რონ ფუქსისა და ზეევ ფრენკიელის მდგომარეობა.

„ეს არ არის ბიზნესმენების გათავისუფლების მცდელობა, არამედ ჰუმანიტარული ხასიათის მიმართვა და თხოვნა, რომ დაკავებულებს ექიმთან შეხვედრის საშუალება ჰქონდეთ“, – აცხადებს ისრაელის პრეზიდენტი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ იმ მოტივით, რომ საქმის გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა. შეგახსენებთ, რომ ისრაელელი ბიზნესმენი რონ ფუქსი, რომელსაც მრავალმილიონიანი დავა აქვს საქართველოსთან, თავის პარტნიორთან, ასევე ისრაელის მოქალაქე ზეევ ფრენკიელთან ერთად 14 ოქტომბერს ბათუმში დააკავეს და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის - ავთანდილ ხარაიძის მოქრთამვის მცდელობაში დაადანაშაულეს. 16 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი თქვა ისრაელის ორი მოქალაქის გირაოთი გათავისუფლებაზე და მათ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ფუქსი და მისი პარტნიორები ბრალდებებს უარყოფენ.

.

This content has been locked. You can no longer post any comment.