23 მაისი 2013

ruflag

"AZERSUN HOLDING"-მა ინვესტიციის ჩადება გადაიფიქრა

E-mail Print

Azersun_Holdingებრაელი ბიზნესმენების მიმართ საქართველოს ხელისუფლების არაკანონიერმა ქმედებამ უკვე გამოიღო თავისი უარყოფითი შედეგი. "AZERSUN HOLDING"-მა თბილისში ჩაის ფაბრიკის გახსნაში 2 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის ჩადება გადაიფიქრა. ამის მიზეზი კომპანიის მიერ წარმოებული ჩაის შესახებ აგორებული შავი პიარი გახდა.

"მიმდინარე წელს კომპანია "AZERSUN HOLDING" თბილისში ჩაის ფაბრიკის გახსნას ვგეგმავდით და ამ მიზნით 2 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ვაპირებდით, მაგრამ ბოლო პერიოდში ჩვენი ბრენდების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის გამო ინვესტიციის ჩადებაზე დავფიქრდით, რადგან ასეთ პირობებში ახალი ქარხნის გახსნა ეფექტური ვერ იქნებოდა. ამასთან, საკმაოდ მყარად არის საქართველოში ჩაის ბიზნესი განვითარებული, კარგი ლობისტები ჰყავთ, ალბათ, ამიტომ ჩვენი შემოსვლა ქართულ ბაზარზე აზრს კარგავს,’’ - აცხადებს "AZERSUN HOLDING"-ის ოფიციალური წარმომადგენელი ალხან ალიზადამი. ალიზადამის თქმით, მათთვის საქართველოში ბიზნესის კეთება არ არის უსაფრთხო, რაც მათ დაფიქრების მიზეზს აძლევს.

.

This content has been locked. You can no longer post any comment.