23 მაისი 2013

ruflag

მთავრობა ბიუჯეტს კორუფციით ’’ავსებს’’

E-mail Print

finansta-saministroფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ 2010 წლის იანვარ-სექტემბერში გაწეული საქმიანობის შედეგად გამოვლინდა 939 სამართალდარღვევის ფაქტი. ეს მონაცემი დაახლოებით 21,64 პროცენტით მეტია 2009 წლის ანალოგიურ პერიოდში გამოვლენილ სამართალდარღვევათა საერთო რაოდენობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გამოვლენილი 939 სამართალდარღვევიდან წინასწარი გამოძიება 900 საქმეზე დაიწყო, რაც კანონდარღვევათა საერთო რაოდენობის 95,8 პროცენტს შეადგენს. აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხულმა თანხამ კი 166 750 760 ლარი შეადგინა, რაც 2009 წლის იანვარ-სექტემბერში დაიცხულ თანხებს 40,54 %-ით აღემატება, ხოლო მობილიზებულ იქნა 33 197 888 ლარი.

.

This content has been locked. You can no longer post any comment.