თბილისი, 20 აგვისტო, საქინფორმი. უწყებათაშორის კომისიას პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა წინასაარჩევნო პერიოდში აღმოჩენილ დარღვევებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლები.
უწყებათაშორისმა კომისიამ გაფართოებულ სხდომაზე შესაბამისი რეკომენდაციებიც შეიმუშავა.

