22 მაისი 2013

ruflag

კარასინი: „საქართველო ქვეყნის დესტაბილიზებას ცდილობს“

E-mail Print

1-karasთბილისი, 10 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველო ჯერ კიდევ არ ამბობს უარს რევანშისტულ სცენარებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე ახლა არცთუ მარტივი სიტუაციაა.

„მართლაც, საქართველო-აფხაზეთის საზღვრის რაიონში ახლა უბრალო სიტუაცია არაა. საქართველოს სპეცრაზმი გადადის (საზღვრისპირა) გალის რაიონში, სადაც, ძირითადად, ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ, და მიზანმიმართულად ატერორებს მოსახლეობას. ეს აქციები მიმართულია სამართალდამცავი ორგანოების, ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ. ანუ საქართველო ცდილობს სიტუაციის დესტაბილიზებას გალის რაიონში“, – განაცხადა კარასინმა „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მისივე განცხადებით, ეს იმის დადასტურებაა, რომ რევანშისტური სცენარები და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ძალისმიერი მეთოდები კვლავინდებურად ცოცხლობს თბილისელი პოლიტიკოსების თავებში. ამასთან, როგორც კარასინი აცხადებს, საქართველოში მუდმივად ისმის პროპაგანდისტული ბოდვა იმის შესახებ, რომ რუსეთი რაღაც აგრესიასა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურებას გეგმავს. მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს, მაგრამ ამისათვის დროა საჭირო, დრო კი მოიტანს იმის შეგნებას, რომ ისტერიკა სერიოზული პოლიტიკით უნდა შეიცვალოს.
.

დაამატე კომენტარი