22 მაისი 2013

ruflag

აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს

E-mail Print

1-iraniiiთბილისი, 31 ივლისი, საქინფორმი. ამერიკელმა კანონმდებლებმა ოფიციალური თეირანის წინააღმდეგ ერთობლივი კანონპროექტი შეიმუშავეს, რომელიც სანქციების გაფართოებას ითვალისწინებს.

დოკუმენტის კენჭისყრა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში საპარლამენტო არდადეგებამდე უნდა გაიმართოს, რომელიც 6 აგვისტოს იწყება.

სანქციების ახალი პაკეტი, რომელსაც კონგრესის ზედა და ქვედა პალატები მხარს უჭერენ, ითვალისწინებს ირანის ნავთობის ყიდვისთვის სასჯელის გამკაცრებას, რომლისგან მიღებულ შემოსავალს, დასავლეთის ქვეყნების მოსაზრებით, ირანი ბირთვული იარაღის შესაქმნელად იყენებს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ სანქციები 2012 წლის დასაწყისში გაამკაცრა. ასეთივე გადაწყვეტილება ევროკავშირმაც მიიღო, რომელმაც ირანული ნავთობის შესყიდვა პირველი ივლისიდან შეწყვიტა. საერთაშორისო სანქციების შედეგად, ირანში ნავთობის მოპოვების მოცულობა მკვეთრად შემცირდა და 1992 წლის მინიმალურ მაჩვენებლებს გაუტოლდა.
.

დაამატე კომენტარი