თბილისი, 18 ივლისი, საქინფორმი. 45 წლის განმავლობაში ისრაელში დაობდნენ და კამათობდნენ იმაზე, თუ რა უნდა უყონ 1967 წლის ომის დროს მიტაცებულ ტერიტორიებს. გამარჯვებაზე რეაქცია ყველა შესაძლებლიდან ყველაზე უარესი იყო. ნებისმიერი მსჯელობა უნდა დაწყებულიყო იმის შეგნებით, რომ არ გვაქვს არანაირი უფლება ისრაელის მიწაზე, მაგრამ არსებობს ვალდებულება, რომელზე უარის თქმაც ისეთი მწველი სირცხვილია, რომლითაც ცისქვეშეთში სიარული არ შეიძლება.
პირდაპირ ვთქვათ, არა მხოლოდ იცხაკ რაბინმა, არამედ ყველამ, ვინცმიწის გაყიდვით ნებივრობდა, ცუდად დაასრულა. ასეა თუ ისე, ქვეყანაში 45 წელი მსჯელობდნენ, რა უყონ განთავისუფლებულ მიწებს. კამათი მხოლოდ ახლა წყდება. ადამიანები ხვდებიან, რომ სირიის ნახევარკუნძულიდან უკანდახევა მენახემ ბეგინის უხეში შეცდომა იყო. ყველაფერი გაცილებით ადვილი იქნებოდა, სინაის ნახევარკუნძული რომ სირიის კუთვნილება ყოფილიყო, მით უფრო, რომ ის არც არასდროს ყოფილა ისტორიული ეგვიპტის ტერიტორია.
სირიაში მიმდინარე მოვლენების გამო კი მუდმივად ისმის გამოთქმები: „მადლობა ღმერთს, რომ მათ ვერ მოასწრეს სირიისთვის გოლანის მაღლობები“. 39 წლის განმავლობაში სირია-ისრაელის საზღვარი ყველაზე მშვიდი იყო, ასადების დინასტიას შეეძლო სიტყვის შესრულება და სავსებით კორექტულად იქცეოდა. ახლა კი გარანტიებს ვერავინ იძლევა და ისრაელი უნდა მოემზადოს ათასობით დევნილისათვის, თუ სირიაში ახლანდელი რეჟიმი დაემხობა.

