20 მაისი 2013

ruflag

დიმიტრი მედვედევი კურილიის კუნძულებზე ჩავიდა

E-mail Print

1-rus-premierთბილისი, 3 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი კურილიის კუნძულებზე ჩავიდა. მედვედევი კურილიის კუნძულზე მთავრობის რამდენიმე წევრის თანხლებითაა ჩასული.

გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარე კუძულზე რამდენიმე სოციალურ და სამრეწველო ობიექტს მოინახულებს და კუნძულის მოსახლეობას შეხვდება. ამას გარდა, მედვედევმა, რუსეთის მთავრობის თავმჯდომარემ, მოუწოდა მთავრობის სხვა წევრებსაც, უფრო ხშირად მოინახულონ კურილიის კუნძულები.

შეგახსნებთ, რომ პირველად დიმიტრი მედვედევი კურილიის კუნძულებზე პრეზიდენტის რანგში 2010 წლის ნოემბერში ჩავიდა. ეს ისტორიაში რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პირველი ვიზიტი იყო კურილიის კუნძულებზე.
.

დაამატე კომენტარი