თბილისი, 3 ივლისი, საქინფორმი. უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში რუსეთმა სამხედრო-ტექნიკური პროდუქციის გაყიდვები ორჯერ და მეტად გაზარდა. 2005 წელს თანხა 6 მილიარდ დოლარს შეადგენდა, წელს კი ამ მაჩვენებელმა 13,2 მილიარდს მიაღწია. ამ მონაცემების შესახებ თავად პრეზიდენტმა პუტინმა ისაუბრა უცხო ქვეყნებთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომაზე.
პრეზიდენტმა, ასევე, განაცხადა, რომ ამ პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება აუცილებელია. მისივე განცხადებით, ახლა რუსულ ტექნიკასა და შეიარაღების სისტემებს ყიდულობენ ინდოეთი, აჟირი, ჩინეთი, ვიეტნამი, ვენესუელა, აშშ და ასე შემდეგ, სულ – მსოფლიოს 55 ქვეყანა. სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა რუსეთს სულ 80-მდე ქვეყანასთან აქვს.პუტინი: „რუსეთის სამხედრო გაყიდვები 7 წელიწადში გაორმაგდა“
თბილისი, 3 ივლისი, საქინფორმი. უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში რუსეთმა სამხედრო-ტექნიკური პროდუქციის გაყიდვები ორჯერ და მეტად გაზარდა. 2005 წელს თანხა 6 მილიარდ დოლარს შეადგენდა, წელს კი ამ მაჩვენებელმა 13,2 მილიარდს მიაღწია. ამ მონაცემების შესახებ თავად პრეზიდენტმა პუტინმა ისაუბრა უცხო ქვეყნებთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომაზე.
პრეზიდენტმა, ასევე, განაცხადა, რომ ამ პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება აუცილებელია. მისივე განცხადებით, ახლა რუსულ ტექნიკასა და შეიარაღების სისტემებს ყიდულობენ ინდოეთი, აჟირი, ჩინეთი, ვიეტნამი, ვენესუელა, აშშ და ასე შემდეგ, სულ – მსოფლიოს 55 ქვეყანა. სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა რუსეთს სულ 80-მდე ქვეყანასთან აქვს.

