თბილისი, 22 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის წინაშე მოხსენებით წარდგა და პოლიტიკური პლატფორმა წარადგინა.
პრეზიდენტის მოხსენების თანახმად, რუსეთის პრიორიტეტებშია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება, ნავთობზე ბიუჯეტის დამოკიდებულების შემცირება, ცენტრალური ბანკის მოქნილი საკურსო პოლიტიკის გაგრძელება, შიდა ინვესტიციების საერთო შიდა პროდუქტის 27%-მდე გაზრდა 2018 წლამდე, გრძელვადიანი უცხოური ინვესტიციებისათვის კლიმატის გაუმჯობესება, კორუფციის დამარცხება, საპენსიო სისტემის რეფორმირება, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება.

