22 მაისი 2013

ruflag

G20: რუსეთი და აშშ ყველა საკვანძო საკითხზე სხვადასხვა აზრისაა

E-mail Print

1-g20თბილისი, 20  ივნისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი თვლის, რომ მაგნიტსკის დაღუპვას ვაშინგტონში ძალზე დიდ ყურადღებას უთმობენ.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-ის კონგრესის მიერ „მაგნიტსკის კანონის“ მიღების შემთხვევაში, ზოგიერთ ამერიკელს რუსეთში შესვლა შეეზღუდება.

ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა მექსიკაში „,დიდი ოცეულის“ სამიტზე განაცხადა.

„იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლაზე შეზღუდვები დაუწესდებათ, საპასუხო შეზღუდვებს გაატარებს რუსეთიც ამერიკის მოქალაქეების გარკვეულ რაოდენობაზე“, – აღნიშნა პუტინმა.

მიუხედავად იმისა, რომ G20 ოცი უმსხვილესი ქვეყნის შეკრებაა ეკონომიკურ საკითხებზე სათათბიროდ, პუტინმა სხვა არაეკონომიკური და პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა. მისი თქმით, საეჭვოა, რომ ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის საკითხი ახლო მომავალში გადაიჭრას და ეს არანაირად არაა დამოკიდებული, აირჩევენ თუ არა ობამას კვლავ ამერიკის პრეზიდენტად მეორე ვადით.

მაგრამ რუსეთის პრეზიდეტმა კვლავ წარმოადგინა ჩიხიდან გამოსვლის საშუალება – მოსკოვის წინადადებებზე დათანხმება.

პრინციპულად განსხვავებულია რუსეთისა და აშშ-ის პოზიციები სირიასთან დაკავშირებით. პუტინის განცხადებით, ასადის წასვლა-არწასვლის საკითხი სირიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.
.

დაამატე კომენტარი