თბილისი, 14 ივნისი, საქინფორმი. აშშ-მა სირიელი მეამბოხეების შეიარაღებაზე სერგეი ლავროვის ბრალდება უარყო. წყაროს ცნობით, ლაპარაკია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის იმ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, სირიელ მეამბოხეებს აშშ იარაღს აწვდის. ეს განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეი კარნიმ უარყო. მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს პოზიცია არ შეუცვლია და სირიელ მეამბოხეებს შეიარაღებას არ აწვდის. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადება უარყო სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმაც. გარდა ამისა, მან რუსეთს დამასკოსათვის იარაღის მიწოდების შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
სერგეი ლავროვმა ზემოთ ხსენებული განცხადება 13 ივნისს ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში გააკეთა. მან ამით ჰილარი კლინტონს უპასუხა, რომელმაც რუსეთის ხელისუფლება სირიის ხელისუფლებისათვის სამხედრო ვერტმფრენების მიწოდებაში დაადანაშაულა, რაც, მისი თქმით, შიდა კონფლიქტის ესკალაციას უწყობს ხელს.აშშ ლავროვის ბრალდებას უარყოფს
თბილისი, 14 ივნისი, საქინფორმი. აშშ-მა სირიელი მეამბოხეების შეიარაღებაზე სერგეი ლავროვის ბრალდება უარყო. წყაროს ცნობით, ლაპარაკია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის იმ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, სირიელ მეამბოხეებს აშშ იარაღს აწვდის. ეს განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეი კარნიმ უარყო. მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს პოზიცია არ შეუცვლია და სირიელ მეამბოხეებს შეიარაღებას არ აწვდის. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადება უარყო სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმაც. გარდა ამისა, მან რუსეთს დამასკოსათვის იარაღის მიწოდების შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
სერგეი ლავროვმა ზემოთ ხსენებული განცხადება 13 ივნისს ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში გააკეთა. მან ამით ჰილარი კლინტონს უპასუხა, რომელმაც რუსეთის ხელისუფლება სირიის ხელისუფლებისათვის სამხედრო ვერტმფრენების მიწოდებაში დაადანაშაულა, რაც, მისი თქმით, შიდა კონფლიქტის ესკალაციას უწყობს ხელს.

