თბილისი, 13 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის ვაჭრობის მინისტრი ჯონ ბრაისონი ორჯერ მოჰყვა ავტოავარიაში, ამასთან, პირველი ავარიის შემდეგ იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სულ რამდენიმე წუთის შემდეგ კი იგი კიდევ ერთ მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც თავადაც დაშავდა და გონება დაკარგა.
ახლა მინისტრი საავადმყოფოშია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, პოლიცია კი იკვლევს, იყო თუ არა დამნაშავე იგი მომხდარ ავარიებში.

